გულიაშვილმა მეცხრე გოლი გაიტანა და ბოსნიის ჩემპიონატის ბომბარდირია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბოსნიის პრემიერლიგის მეათე ტურში "სარაევომ" სახლში "ველეჟი" 4:0 დაამარცხა, ერთი გოლი კი გიორგი გულიაშვილმა გაიტანა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. მან აგრეთვე ორი საგოლე პასი გააკეთა.

გულიაშვილი გასულ სეზონში "ველეჟში" იჯარის წესით თამაშობდა.. ის 9 გოლით მიმდინარე ჩემპიონატის ბომბარდირია.

"სარაევო" 21 ქულით მეორე ადგილზეა და 26 ოქტომბერს კონიჩში "იგმანს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ასეთ ფორმაში მყოფი თავდამსხმელი გიზის სკამზე (ალბანეთთან), აგებ მეტოქესთან და თუნდაც ბოლო 5-10 წუთში არ აძლევ შანსს რომ სცადოს გატანა/ნაკრების გადარჩენა! მით უმეტეს მაშინ, როდესაც ხედავ რომ ლიდერებს (განსაკუთრებით ხვიჩას და ბუდუს) აშკარად არ წაუვიდათ თამაში...
კითხვა მაქვს: არ არის ახლა ეს სანიოლი უსინდისო?! რაღას იძახებ მაშინ ნაკრებში მოთამაშეებს და ერთ წუთსაც არ აძლევ მერე?! მაგალითები რამდენიც გინდათ - თუნდაც ახალგაზრდულს რომ წაართვა გოგლიჩიძე უმნიშვნელოვანესი მატჩების წინ და არც პირველ ნაკრებში არ ათამაშა არცერთი წუთით!








9კითხვა მაქვს - არ არის ახლა სანიოლი უსინსიდო მწვრთნელი?
fani
18:31 21-10-2024
2
გიორგი აქამდე ისეთ ფეხბურთელად უფრო ჩანდა,რომელიც ძალიან ბევრს მუშაობდა გუნდისათვის და ხანდახან გოლებიც გაჰქონდა.ახლა ,უკვე მეორე სეზონია,გოლების გატანას მოუხშირა და მიუხედავად იმისა,რომ ბოსნიის ჩემპიონატი დიდი რეიტინგით არ გამოირჩევა,მისი შედეგიანობა მაინც იმსახურებს ყურადღებას.სანიოლმა სანაკრებო შეკრებაზე გამოიძახა და გვიჩვენა,რომ მხედველობიდან არ გამორჩენია.ის ფაქტი,რომ მოედანზე არ გამოუშვა,არაფერს ნიშნავს.თვარია რომ უკვე სანაკრებო არეალშია და აუცილებლად მოუწევს თამაში.ბოსნიის და საფრანგეთის ჩემპიონატი,მაპატიეთ,მაგრამ ორი სხვადასხვა დონეა.დღეს კი, მიქაუტაძემაც გააკეთა კარგი საგოლე პასი.მთავარია გულიაშვილმა კიდევ უფრო მოუმატოს.ის ალბათ უკვე შენიშნეს ევროპის ძლიერ ლიგებში და ვფიქრობ ამ ზამთარს თუ არა,უკვე ზაფხულში მაინც,აუცილებლად შეიცვლის გუნდს.გიორგისათვის მთავარი,სათამაშო პრაქტიკა და კიდევ უფრო მეტი თავდაჯერებულობის შეძენაა.შარშან ის სხვა კლუბში ათამაშდა,წელს საკუთარ კლუბში დააბრუნეს და იქაც განაგრძო გატანა.გამოდის რომ ადვილად ეგუება ახალ კლუბს.ინგლისურიც აუცილებლად ეცოდინება და არა მგონია, ახალ,უფრო ძლიერ კლუბში თავის დამკვიდრება ძალიან გაუჭირდეს.დღეს კვერნაძეც ძირითადში ათამაშეს,იტალიაში და მოედანზე 57 წუთი დაუყვია.ეს თაობა უკვე ძალუმად შემოდის საქართველოს ნაკრებში და ჩვენი მომავლის იმედს,კიდევ უფრო ნათლად გვისახავს.დაცვაშიც და ნახევარდაცვაშიც ამდენი ტალანტი რომ გამოგვიჩნდება,მაშინ მართლა გავიმართებით.
სოსო
20:31 20-10-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული