
გულიაშვილი ამ სეზონში ჩინებულად თამაშობს, ჩემპიონატის 7 შეხვედრაში მის ანგარიშზე 8 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა და ხორვატ მიხაელ მლინარიჩთან (ველეჟი) ერთად ბომბარდირია.
„სარაევო“ 8 ჩატარებული მატჩის შემდეგ 18 ქულით მეორე ადგილზეა და 5 ოქტომბერს „ველეჟს“ უმასპინძლებს, რომლის რიგებში ქართველი გასულ სეზონში იჯარის წესით ასპარეზობდა.