ბოსნიური Sportsport-ის ცნობით, "სარაევოს" 23 წლის თავდამსხმელის გიორგი გულიაშვილის სამსახურით "ბოლონია" დაინტერესდა.
გამოცემა წერს, რომ ზაფხულში "სარაევომ" სწორი ნაბიჯი გადადგა, როდესაც იჯარით "ველეჟში" გაშვებული გულიაშვილი დააბრუნა, მან ჩინებულად თამაში გააგრძელა, გუნდის მთავარი ფეხბურთელია, 9 გატანილი გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია, მართლაც ფენომენალურია და ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე "ბოლონიას" ყურადღება მიიპყრო.
faktor-ის მტკიცებით, ტრანსფერი შეიძლება მალე განხორციელდეს და 2023 წელს "საბურთალოსგან" 120 ათას ევროდ შეძენილი თავდამსხმელი, რომლის ფასი ამჟამად 800 ათასია, სერია A-ს კლუბში გადავიდეს.
ინფორმაციას "ტვიტერით" იტალიელი ჟურნალისტი ალესიო ალამიო ადასტურებს. გიორგის "სარაევოსთან" კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.
ინფორმაციას "ტვიტერით" იტალიელი ჟურნალისტი ალესიო ალამიო ადასტურებს. გიორგის "სარაევოსთან" კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია,
რომ "ბოლონია" "ემპოლის" მცველს საბა გოგლიჩიძეს აკვირდება.
გულიაშვილი ვაწაძის დონეა და მეტი არაფერი.