ხვიჩას საწინააღმდეგო კამპანია - კასანომ დე ლაურენტისის საქციელს სიგიჟე უწოდა

AutoSharing Option
საქმეს ისეთი პირი უჩანს, ბოლო-ბოლო „ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩა კვარაცხელიას ურჩობისათვის ძირითად შემადგენლობაში ადგილს დააკარგვინებს და მის ნაცვლად დავიდ ნერესს ათამაშებს, რომლის წინა პლანზე წამოწევას ყველანაირად ცდილობს.

ეს შეიძლება უკვე 26 ოქტომბერს ერთ-ერთ აუტსაიდერ „ლეჩესთან“ საშინაო მატჩში მოხდეს, რომელმაც ზედიზედ ოთხ შეხვედრაში მარცხი განიცადა და ეს ბრაზილიელისთვის თავის წარმოსაჩენად საუკეთესო შესაძლებლობაა.

Areanapoli წერს, რომ მწვრთნელი ანტონიო კონტე ორი ცვლილების განხორციელებას აპირებს - სასტარტოში რომელუ ლუკაკუს ნაცვლად ჯოვანი სიმეონეს დააყენებს, ხოლო მატეო პოლიტანოს ან უფრო ხვიჩა კვარაცხელიას მაგივრად ნერესს.
ასე უნდა კლუბის მფლობელმა დასაჯოს ქართველი იმის გამო, რომ კონტრაქტს არ აგრძელებს. ხვიჩას საწინააღმდეგოდ ნეაპოლურ მედიაში უკვე მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს. CalcioNapoli24-მა გულშემატკივრებს შორის გამოკითხვაც კი ჩაატარა, ხელშეკრულების გახანგრძლივების საკითხში კლუბს უჭერენ მხარს თუ ფეხბურთელს. ერთი სიტყვით, სათადარიგოთა სკამზე მისთვის ადგილის მისაჩენად ნიადაგს ამზადებენ.

„კვარას“ შესახებ Bobo TV-ზე იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ანტონიო კონტემ ისაუბრა: “ემპოლისთან“ გადამწყვეტი როლი კვარაცხელიამ ითამაშა, რომელმაც პენალტი ისე შეასრულა, როგორც ნამდვილმა ჩემპიონმა და რთულ დაპირისპირებაში თავის გუნდს გამარჯვება მოაპოვებინა. ჩემი აზრით, ის მსოფლიოში საუკეთესო მარცხენა გარემარბია, კომანზე და გრილიშზე უკეთესია. „ბარსელონას“ ძირითად შემადგენლობაში თავისუფლად ითამაშებდა. ფენომენია და მინდა წარმატებული ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილო. ლეაოს გაცილებით სჯობია, მასზეც მეტად უკეთესია.

„კვარასთან“ კონტრაქტის საკითხით კლუბი დიდი რისკის წინაშეა და სიფრთხილე მართებთ, რამეთუ არაა გამორიცხული, ოსიმენის ტრანსფერის ანალოგი მიიღონ. ეს დე ლაურენტისის სიგიჟეა, მისი გამონათქვამები ნელი მოქმედების ბომბია. ხვიჩამ 4 გოლი გაიტანა, ბოლო მატჩებში ჩავარდნა ჰქონდა, მაგრამ დრიბლინგით წინ წაწევას ცდილობს. პოლიტანოზე არავითარი პენალტი არ ყოფილა“.

alt"ნაპოლიში" კვარაცხელიას რეალური ხელფასი ესაა" - Gazzetta dello Sport-მა სხვა ციფრები დაასახელა

alt"თუ ვისმეს ჩემს გადაწყვეტილებაზე რაიმე სტკივა და აწუხებს..." - იტალიური მედია წერს, რომ ეს ფრაზა კონტემ ცვლილებით განაწყენებულ კვარაცხელიაზე გამოიყენა

altრატომ არ გამოუვიდა ხვიჩას საუკეთესო მატჩი და არ იყო მარიო რუი "მოსაძულებელი" - რაც კვარაცხელიას, მამარდაშვილს და გოგლიჩიეს აერთიანებთ...

მკითხველის კომენტარები / 14 /
არაუშავს,ამას გადავატანინებთ ქართველები და წავა ისეთ კლუბში სადაც დააფასებენ.კონტე იმ ტიპის მწვრთნელი არ არის რო ფეხბურთელი დაჩაგროს კონტრაქტის არ გახანგძლივების გამო,ამას მოსთხოვს და წავა. ის არც მაცარია,არც გარსია და არც თუნდაც სპალეტი,თუ კონტეს გუნდის დაყენების საქმეში ჩაერევი,სილა მოგხვდება და მწვრთნელის გარეშე დარჩები. ხვიჩას იანვარშივე შეუძლია ნებისმიერ კლუბში გადასვლა,თუ ისინი გაიგებენ რო წასასვლელად მზად არის,თუმცა არ მგონია აქამდე მივიდეს საქმე. ლაურენტისი რაც არის ვიცით,თუმცა არც კონტეა საჩუქარი. თუ ობიექტური მიზეზებით ნერეში აჯობებს ხვიჩას,მაშინ დადგება სასტარტოში. თუ ხვიჩა მაგარ ფორმაში იქნება,ფიზიკურად ვერ ამოაგდებენ სასტარტოდან.
იასონას უდარი
07:31 22-10-2024
2
ნაპოლი ხვიჩასთვის ბალოტი გახდა და თუ კონტრაქტს გაახანგრძლივებს ჩაიხჩობა კიდეც, ამიტომ ჯობია ბოლომდე გაატრაკოს. ხვიჩას სკამზე დასმა, ეს აშკარა შურისძიებაა, რომელის უფლებას ნაპოლის გულშემატკივარი არავის მისცემს.
ჟორა გაბრიჭიძე
11:44 22-10-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული