"ჯუღელის მოთხოვნა გამოსასყიდ თანხაზე - წავა თუ არა უგულებელყოფილი ქართველი ფენომენი კომპრომისზე?" - იტალიური მედია

AutoSharing Option
ნეაპოლური მედია ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის გაგრძელების საკითხს ისევ ფართოდ განიხილავს. Areanapoli-ს მტკიცებით, ფეხბურთელის აგენტი მამუკა ჯუღელი თავისი კლიენტისთვის შეთავაზებული წლიური გასამრჯელოს, 5-6 მილიონზე გაცილებით მეტს, დაახლოებით 8 მილიონს მოითხოვს, მოლაპარაკებები განახლების მოლოდინში შეჩერებულია და მხარეები შეთანხმებასთან შორს არიან. აღნიშნულია, რომ „ნაპოლი“ თანახმაა ხელშეკრულებაში ოსიმენის მსგავსად 120-მილიონიანი გამოსყიდვის პუნქტი შეიტანოს, აგენტი კი, როგორც ჩანს, თანხის 80 მილიონამდე შემცირების სურვილს გამოთქვამს, რათა პოტენციური მყიდველები არ დააფრთხონ და მომავალში ტრანსფერის გაჩარხვა გახდეს შესაძლებელი.

რადიო Kiss Kiss-ის დირექტორმა ვალტერ დე მაჯომ განაცხადა, რომ კლუბმა
შეცდომა დაუშვა, როდესაც მოპოვებული სკუდეტოს შემდეგ კვარაცხელიას ხელფასი არ მოუმატა, ახლა 5.4+0.6 მილიონის გადახდაზეა თანახმა და თუ ფეხბურთელს ვერ დაიყოლიებს, მისი მსურველი კლუბებისგან კარგ წინადადებას დაელოდება.

ამ საკითხზე Sportitalia-ს საიტზე წერილი სატრანსფერო ექსპერტმა ალფრედო პედულამ გამოაქვეყნა: „ხვიჩას პრობლემა უეცრად როდი წარმოიშვა, ეს ისტორია უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება. მას კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისს ეწურება, რაც ყველამ იცის. საჩემპიონო სეზონში „კვარა“ მთავარი გმირი იყო, ერთადერთი არა - სამ მთავარ გმირს შორის. ქართველისთვის ანაზღაურების დამსახურებულად და კანონიერად გაზრდის მოლოდინში აგენტი რამდენიმე თვე ქალაქში იმყოფებოდა. ამან შედეგი ვერ გამოიღო და კვარაცხელიას 1.5-მილიონიანი გასამრჯელო დაუტოვეს, რაც ბევრად ნაკლებია იმასთან შედარებით, რამდენიც ეკუთვნის.

ახლა შეიძლება ნებისმიერი არჩევანი გააკეთოს და ამას პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ. კლუბმა ჩინებული პირობების შექმნით ფოკუსირება ოსიმენზე არჩია, ხოლო ფენომენალური ქართველი უყურადღებოდ დატოვა და როგორც უკვე ადრე გითხარით, მოთხოვნა მინიმუმ 8 მილიონს შეადგენს. ეს წყენა ან ხელების გადაგრეხვა არაა. ეს არის ლოგიკური, მკაფიო და თანმიმდევრული ხაზი, ვინც თვლის, რომ ის უგულებელყოფილი იყო, როდესაც ამის დრო იყო. შეუძლია თუ არა ფეხბურთელს კომპრომისზე წასვლა? არ ვიცი, ეს, რა თქმა უნდა, პრინციპის საკითხია.

დე ლაურენტისი ამბობს, რომ თუ ხვიჩა წავა, მის გარეშეც გავლენ ფონს. ცხადია, ორმხრივ თამაშთან გვაქვს საქმე. აქ ლოგიურია მსჯელობა: როდესაც სეზონში 1.5 მილიონს გამოიმუშავებთ, ხელფასს არ გიმატებენ და ვიღაცა ხუთჯერ ან ექვსჯერ მეტს გთავაზობს, ლოდინის რეჯიმში ყოფნა ნორმალურია. შეიძლება ბანალურია, მაგრამ ჩემი აზრით, რაც არ უნდა მოხდეს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, დაპირისპირება არ გაღრმავდეს“.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თქვენც მაგარი უმადურები ყოფილხართ ნეაპოლელი ჟურნანისტებ გულშემატკივრიანად. არავინ ხმა არ ამოიღეთ კვარას სამადლობელოდ გასამჯელოს მომატებაზე, ისე კი მთელი საჩემპიონო წელი კცარაჯიო კვარადონას ძახილში იყავით და კვარას გუნდში ყველაზე დაუფასებელი გასამჯელო რომ ქონდა ყველას გეკიდათ, ახლაც გკიდიათ ვატყობ.
G.LA
20:41 23-10-2024
4
30 წლის შემდეგ პირველად მოიპოვეს სკუდეტო და ამაში ხვიჩას დიდი წილი დევს. ლაურენტისი კი უმადური და ინამუსო არაკაცი გამოდგა. გამოიყენა ჯუღელის გამოუცდელობა, ბიჭი კაპიკებში იყიდა და ცენტიც კი არ მოუმატა სკუდეტოს აღების შემდეგ. ეხლაც მაგრა უსინდისოდ ექცევა. ჩემი აზრით ხვიჩამ ნაპოლი უნდა დატოვოს. ის ყოველთვის იპოვის გაცილებით უკეთეს გუნდს!
David
22:29 23-10-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული