იტალიაში უკვე კვარაცხელიას გაყიდვაზე ალაპარაკდნენ - რა შემთხვევაში შეელევა "ნაპოლი" კლუბის ლიდერს

AutoSharing Option
იტალიური გამოცემები ხვიჩა კვარაცხელიას ახალ კონტრაქტზე და "ნაპოლისთან" თანამშრომლობის გაგრძელებაზე აქტიურად წერენ, მაგრამ მოლაპარაკებებში დადებითი ძვრები არ შეინიშნება.

ბოლო ინფორმაციით, "პარტენოპეიმ" ქართველს 5,4 მილიონი ევროს, პლუს ადვილად მისაღწევი 600 000 ევროს ბონუსების შეთავაზება გაუკეთა, მაგრამ ჩვენებურის წარმომადგენლები 8 მილიონს ითხოვენ.

ჩვენი იტალიელი კოლეგები წერენ იმასაც, რომ მამუკა ჯუღელი ემპოლიში "ნაპოლის" გასვლით მატჩს ესწრებოდა და მას ერთ-ერთი გადამწყვეტი შეხვედრა 29 ოქტომბერს "მილანთან" "ნაპოლის" გასვლითი მატჩის შემდეგ ექნება. 

ადგილობრივი პრესა "პარტენოპეის" მხრიდან ხვიჩას გასხვისებაზე უკვე ალაპარაკდა. Corriere del mezzogiorno წერს, რომ თუ
"ნაპოლიმ" კვარაცხელიასთან ახალ კონტრაქტს ვერ მიაღწია, ზაფხულში მის გასხვისებაზე სერიოზულად იფიქრებს, რადგან მსუყე თანხა გამოიმუშაოს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
და ზაფხულში რატომ იფიქრებენ მის გასხვისებაზე, ზამთარში ფიქრი აკრძალულია?!... ა, ჰო... ზამთარში ვიწროვდება და ზაფხულში ფართოვდება... მაშინ თაკარა მზის გულზე დასვით ლაურა და შეიძლება, ცოტა ხანში ნაპოლი გრანდად ჩამოყალიბდეს...
დდდ
15:24 24-10-2024
1
ახალი ზღაპარი გაზეთის გასაყიდად.ისე ასე უნამუსოდ რატომ მოექცა კვარას ნაპოლის პრეზიდენტი გაუგებარია.საერთოდ არაფერი მოუმატა,ხოლო ოსიმენს 10 მილიონი.თანაც ნაპოლის გაჩემპიონობაში კვარას და ოსიმენს თითქმის ერთნაირი დამსახურება ქონდათ.
ამაშია საქმე
17:22 24-10-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული