ბრიტანული football365-ის ცნობით, „მანჩესტერის“ უხეირო ასპარეზობის გამო, შეიძლება მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი სამუშაოდან დაითხოვონ და მის ნაცვლად „ბარსელონას“ ყოფილი თავკაცი ხავი დანიშნონ.
ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „მანჩესტერი“ ხავისთან მოლაპარაკებას აწარმოებს და უნდა თავის შესაძლო მომავალ გუნდში ფერმინ ლოპესი და რაფინია გადაიყვანოს. ახლა კი გამოცემა იტყობინება, რომ ვიდრე შეთავაზებულ წინადადებას დათანხმდება, ესპანელმა „ნაპოლის“ გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის განხორციელება მოითხოვა, რამეთუ მისი ერთ ერთზე თამაშის უნარები და შეტევაში უნივერსალურობა იდეალურია იმ სტილისთვის, რომლის დანერგვასაც გეგმავს.
აღნიშნულია, რომ თუ ხავი „იუნაიტედს“ სათავეში ჩაუდგება,
კლუბი მზად იქნება ქართველში 80 მილიონი ევრო გადაიხადოს, ვინაიდან ეს პროექტში სწორი ინვესტირება იქნება.
ასეთივე ინფორმაცია გაავრცელა კატალონიურმა El Nacional-მა, რომელიც წერს, რომ ხავის „მანჩესტერში“ მუშაობის პერსპექტივა ხიბლავს, რაც სიურპრიზია, მას უნდა შემოქმედებითი ნიჭის მქონე კვარაცხელიათი რადიკალურად შეცვალოს თამაშის სტილი და ეს ყველაფერი საჭიროა კლუბისათვის, რათა მსოფლიო საფეხბურთო ელიტაში დაიბრუნონ ადგილი.
შეგახსენებთ, "მანჩესტერის" წარმომადგენლები ხვიჩას თამაშის სანახავად "ემპოლისა" და "ნაპოლის" მატჩს დაესწრნენ.