"ნიუკასლმა" 17 წლის ქართველ თავდამსხმელს კონტრაქტი გაუფორმა

AutoSharing Option
"ნიუკასლი" თავისი ოფიციალური საიტით იტყობინება, რომ 17 წლის თავდამსხმელს, ვახტანგ სალიას კონტრაქტი გაუფორმეს.

სალია ინგლისურ გუნდში 2025 წლის აგვისტოში გადავა, იქამდე კი იჯარით თბილისის "დინამოში" ითამაშებს.

"ნიუკასლის" სპორტულმა დირექტორმა პოლ მიტჩელმა ქართველის ტრანფერთან დაკავშირებით შემდეგი განაცხადა: "მოხარული ვართ, რომ რიგ ტოპ-კლუბებს დავასწარით და ვახტანგთან ხელშეკრულება გავაფორმეთ. ახალი, ნიჭიერი ფეხბურთელების მოძიება და მოზიდვა მდგრადი მომავლის მშენებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია, განსაკუთრებით არსებული სისტემის ფარგლებში, ამიტომ ბაზარზე მძაფრი კონკურენციაა.

ჩვენ ამ მიმართულებით როგორც ინგლისში, ასევე საზღვარგარეთ აქტიურ მუშაობას ვაგრძელებთ, რათა ვიპოვოთ ტალანტები, რომლებსაც მომავალში შეუძლიათ პირველი გუნდის წევრები გახდნენ.
ვახტანგთან მუშაობის დაწყებას მოუთმენლად ველით და თბილისის "დინამოში" კარიერის დარჩენილ დროში წარმატებებს ვუსურვებთ".

მკითხველის კომენტარები / 20 /
აწი საკუთარ თავზეა ყველაფერი დამოკიდებული, ნიჭი აქვს და პლუს ბევრი უნდა იშრომოს, რაც დაუფასდება აუცილებლად,წარმატებები
გოგა
23:31 29-10-2024
3
უბრალოდ,შეხედეთ რა შეუძლია ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას.კი ბატონო,არსებული მართველი ძალა ბევრი ხარვეზით მოდის და ბევრი ისეთი აქვთ რო არ მოგეწონოს,თუმცა ეს მათი ბრალიც არ არის ბოლომდე. კონკურენტი არ ყავთ და ვერ ვითარდებიან. რატომ გვიხარია სალიას ეპლში გადასვლა? იმიტო რო კონკურენტული ლიგაა და ნიუკასლიც კონკურენტული გუნდია,კონკურენციაში მოუმატებს ჩვენებური და ამიტომ გვიხარია. სულ ვამბობდი რო ქართველებს საფეხბურთო ნიჭი გვქონდა,თუმცა რაც ბოლო ხანებში ხდება,მეც კი ვერ წარმოვიდგენდი,ასე მალე თუ შეიძლებოდა ამის გაკეთება. და ეს არის მშვიდობის საზღაური საქართველოსთვის. ამიტომაც ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა იყოს მშვიდობა და არაფერი არ გაყალბებულა. ან ეს გაყალბება რანაირად ხდება,როცა უამრავი დამკვირვებელი არის უბანზე,როგორც ყველა პარტიის,ასევე საზღვარგარეთიდან. გამოდის რო ყველა მოსყიდულია და ყველა საქმეშია? თუ ეს ასეა,მაშინ რაღას ვსაუბრობთ,პარტიას რო არ შეუძლია კადრის შერჩევა და ის იყიდება,ხელისუფლებაში თუ მოვლენ,მერე არ გაიყიდებიან? უკროიბერები დაოკდით,საქართველოში ჩატარდა არჩევნები და არა უკრაინაში,საქართველოში არცევნების გაყალბება არავის აწყოდბა. რატომ უნდა გააყალბო რაღაც,როცა იცი რო შენ გარანტირებულად იგებ? არ გააყალბებ და არც არავის გაუყალბებია,არაფერში არ სჭირდებოდათ და მიტომ. ვახტანგს კი წარმატებები დინამოშიც და ინგლისშიც,იმედია მშვიდობა გვექნება ქვეყანაში და კიდევ ბევრ გასახარ ამბავს გავიგებთ ქართველებისთვის.
იასონას უდარი
07:59 30-10-2024
48

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული