გოგლიჩიძე "ინტერთან" მატჩში ტიურამთან უხეშობის გამო გააძევეს

AutoSharing Option
სერია A-ს მეათე ტურში „ემპოლი“ „ინტერს“ მასპინძლობს და რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა.

მასპინძელთა გუნდის მცველი საბა გოგლიჩიძე მარკუს ტიურამს ეუხეშა, ჯერ მსაჯმა მატეო მარკეტიმ ყვითელი ბარათი უჩვენა, მაგრამ VAR-მა მომენტის გადამოწმება ურჩია, არბიტრმა ვიდეოგამეორება ნახა, ქართველს ყვითელი ბარათი წითელით შეუცვალა და 31-ე წუთზე გააძევა.

გოგლიჩიძემ სერია A-ში მერვე მატჩში მიიღო მონაწილეობა და სამწუხაროდ, დისკალიფიკაციის გამო 4 ნოემბერს "კომოსთან" ვერ ითამაშებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
არაუშავს. ძალიან მაგარი ბიჭია. მსგავსი ყველას მოუვა.
ემზარი
23:25 30-10-2024
2
დაგვითარსეს ბიჭი, - იმდენი უთვალეს ბარათის გარეშე ჩატარებული მატჩები და იქამდე უძახეს, ვეტერანივით აუღელვებლად თამაშობსო, სანამ პირდაპირ წითელი არ აჰკიდეს... გაძევება კი ნამდვილად ეკუთვნოდა - იცოდა, რასაც აკეთებდა, ბურთზე თამაშის მცდელობა არ ჰქონია, გამიზნულად ჩაარტყა წვივში, რაც არასწორი, არასპორტული და არაკაცურია... ვიღაც მომედავება, უარესებზეც ხუჭავენ მსაჯები თვალსო და მართალია იქნება... მაგრამ, გახსოვთ, ჯერ კიდევ როდის ასწავლიდა ფეოლა თავის შეგირდებს - თუ ვინიცობაა, მეტოქე ფეხბურთელი წაიქცა, მიდით, ფეხზე ადგომაში დაეხმარეთ, ბოდიში მოუხადეთ და საქართველოში დაპატიჟეთო... აი, ეს უნდა გაეკეთებინა საბას და შესაძლოა, უმკაცრესად აღარ დასჯილიყო, ამან კი ისეთი სახით ჩაუარა კონვულსიებში ჩავარდნილ ტიურამს, თითქოს, ნანობდა, უფრო მაგრად უნდა ჩამერტყაო, რაც რაღათქმაუნდა, გამოუცდელობის ბრალი და შესაბამისად, გამოსწორებადია... კარგია, რომ ტიურამი დროულად გამოვიდა კრუნჩხვებიდან და ჩვეულებრივად ათამაშდა, თორემ ერთმატჩიანს არ აკმარებდნენ...
დდდ
22:39 30-10-2024
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული