გოგლიჩიძე გააძევეს - "ემპოლი" სახლში "ინტერთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მეათე ტურში „ემპოლი“ საკუთარ მოედანზე „ინტერთან“ 0:3 დამარცხდა.

მასპინძელთა გუნდის მცველი საბა გოგლიჩიძე მარკუს ტიურამს ეუხეშა, ჯერ მსაჯმა მატეო მარკეტიმ ყვითელი ბარათი უჩვენა, მაგრამ VAR-მა მომენტის გადამოწმება ურჩია, არბიტრმა ვიდეოგამეორება ნახა, ქართველს ყვითელი ბარათი წითელით შეუცვალა და 31-ე წუთზე გააძევა.

გოგლიჩიძემ სერია A-ში მერვე მატჩში მიიღო მონაწილეობა და სამწუხაროდ, დისკალიფიკაციის გამო 4 ნოემბერს "კომოსთან" ვერ ითამაშებს.

„ინტერი“ 21 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „ნაპოლის“ 4 ქულით ჩამორჩება, „ემპოლი“ კი 11 ქულით მეთერთმეტე პოზიციაზეა.

ემპოლი. „კარლო კასტელანი“
ემპოლი -
ინტერი 0:3

გოლები: 0:1 ფრატეზი (50), 0:2 ფრატეზი (67), 0:3 მარტინესი (79)

მკითხველის კომენტარები / 5 /
Var-შ გამეორების შემდეგ როგორ ხვდებით აქ ზოგიერთები, იყო განზრახ უხეშობა თუ არა?. იქნებ მეც მასწავლოთ. გოგლიჩიძემ გაშლილი ფეხით ჩაარტყა წვივში, რაც შეიძლებოდა ფატალურად დამთავრებულიყო. თუ ქართველი რომ არის იმიტომ არ იმსახურებდა, მაშინ კი ბატონო. არც თვითონ გამოუხატავს პროტესტი და თქვენ უკეთ იცით?
დავით 67
16:22 31-10-2024
0
გასაგდები არ იყო. განზრახ უხეში თამაში არ ყოფილა.
თედორე
09:54 31-10-2024
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული