"კვარას" მომავალი?" - მარადონას ყოფილმა მენეჯერმა ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა

AutoSharing Option
დიეგო არმანდო მარადონას ყოფილმა მენეჯერმა სტეფანო ჩეჩიმ Televomero-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. ჩეჩის თქმით, მისი აზრით, "კვარა" "ნაპოლისთან" ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს.

"კვარას" მომავალი? ვფიქრობ, მალე ყველაფერი მოგვარდება და ის "ნაპოლიში" დარჩება. ქართველმა ახლახანს "პარტენოპეის" საჩემპიონო შანსების შესახებ ისაუბრა, ის თავს ნეაპოლური გარემოს ნაწილად თვლის", - განაცხადა ჩეჩიმ.

შეგახსენებთ, ბოლო ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას წარმომადგენლები ფეხბურთელის ახალ ხელშეკრულებაში გამოსასყიდი თანხის ჩადებასა და ხელფასის სახით 8 მილიონი ევროს ანაზღაურებას ითხოვენ, ამ პირობებზე კი ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ჯერჯერობით უარს
აცხადებს.

altჯუღელმა "ნაპოლის" კვარაცხელიას გამოსასყიდის მოთხოვნა წაუყენა - დე ლაურენტისი შეთავაზებას არაადეკვატურად მიიჩნევს

altის, რაც კვარაცხელიას მოედანზე შეუძლია და როცა მისი გვწამს - ტაქტიკიდან გამომდინარე მთავარი სირთულე...

altკვარაცხელიამ "მილანს" დიდებული გოლი გაუტანა - "ნაპოლი" პირველი ტაიმის შემდეგ "მილანს" ამარცხებს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს წუწურაქი ლავრენტა ამ სეზონსაც ერთ მილიონიანი ხელფასით გაატარებიებს ხვიჩარ და მერე მიცემული 8 მილიონით უკვე საშუალო ხელფასს 3 მილიონს გამოუყვანს. ამიტომ წელს თუ დროზე არ დადებს ხელშეკრულებას, გაისად უკვე 12 მილიონი უნდა მოითხოვოს ან აღარც უნდა ეცადოს და 2027-ში თავისუფალი აგენტის სტატუსით უნდა წავიდეს ნაპოლიდან.
ჟორა გაბრიჭიძე
15:47 31-10-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული