"ნაპოლი" ხვიჩას შესანარჩუნებლად არნახულ დათმობაზე მიდის - Ilmattino ოთხსაათიანი მოლაპარაკების დეტალებს ახმაურებს

AutoSharing Option
Ilmattino-მ „ნაპოლის“ ხვიჩა კვარაცხელიასთან თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე მოლაპარაკებაზე გამოაქვეყნა წერილი.

გამოცემის ცნობით, ჯერ საქმე საზეიმოდ და სადღეგრძელოების სათქმელად არ არის და არც მთლად ისეა, როგორც კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს სურს, მაგრამ „ნაპოლიმ“ ცოტა უხალისოდ კვარაცხელიასთან კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკება მილანის სასტუმრო „გალიაში“ ქართული მხარის თხოვნით გამართა, რომელშიც მონაწილეობა სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ, აგენტმა მამუკა ჯუღელმა, კრისტიან ძაკარდომ და ფეხბურთელის მამამ მიიღეს.

შეხვედრა საქმიან ვითარებაში, კარგ ატმოსფეროში და კონსტრუქციულად ჩატარდა (10:30 საათზე დაიწყო და 14:30 საათზე დასრულდა), ერთად ისადილეს,
„კვარა“ გუნდიდან წასვლას არ აპირებს, იტალიურად უკვე უკეთ საუბრობს (მილანთან თამაშის შემდეგ კომენტარი იტალიურ ენაზე გააკეთა - რედ.), რამეთუ სჯერა პროექტის და ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით სკუდეტოს მოპოვების შესაძლებლობის, ქართული მხარე კი ხვიჩასთვის სეზონურ გასამრჯელოდ 8 მილიონ ევროს და ხელშეკრულებაში 80-მილიონიანი გამოსასყიდი ფასის დაფიქსირებას მოითხოვს. აღნიშნულია, რომ კონტემ ყველაფერი სწორად განჭვრიტა, ვინაიდან განახლების გარეშე კვარაცხელია ზაფხულში გუნდს დატოვებს და მომდევნო შეხვედრა ისევ მილანში, 11 ნოემბერს „ინტერთან“ მატჩის შემდეგ გაიმართება.

Sky Sport-ის სატრანსფერო ექსპერტმა ლუკა მარკეტიმ რადიო Marte-ს ეთერში განაცხადა, რომ კლუბი 120-მილიონიან „კლაუსულაზე“ ნაკლებზე არ დათანხმდება, როგორც ეს ვიქტორ ოსიმენთან მიმართებაში მოხდა და ასეთ შემთხვევაში აგენტი ხელფასის კიდევ უფრო მომატებას მოითხოვს.

„კორიერე დელო სპორტი“ წერს, რომ შეთანხმების მიღწევა რეალურია, ახლა კვარაცხელია წელიწადში 1.8 მილიონს გამოიმუშავებს, კლუბი მზადაა 5 მილიონი პლუს ბონუსები გადაუხადოს, რაც ჯამში 7 მილიონს მიუახლოვდება, შემდგომში, შესაძლოა, 8-9 მილიონს მიაღწიოს, ეს იტალიაში ფეხბურთელისთვის ანაზღაურების მაქსიმუმია და პსჟ-ის წინადადებაზე მნიშვნელოვნად ნაკლები აღარ იქნება, ხოლო გამოსასყიდი თანხა კლუბისთვის უფრო ადეკვატური, 120 მილიონი უნდა იყოს.

მკითხველის კომენტარები / 31 /
და სადაა "არნახული დათმობა" ? დათმობა ის იქნება თუ ხელფასს 8 მილიონს და გამოსასყიდს 80-ს ჩაუწერენ ! თუ ისევ ვირზე შეჯდებიან მაშინ ჩვენებმა ასეთი წინადედება უნდა გუკეთონ--კაი ბატონო ჩავწეროთ 120 მილიონი ოსიმენივით მაგრამ მაშინ ხელფასიც ოსიმენივით 10 მილიონი ჩავწეროთ და იმ 2 მილიონზე (120 მილიონად შეფასებულს ხელფასის 10% ანუ 12 მილიონი კუთვნის და ასეა ყველგან) ჯანდბას უარს ვამბობთო.აი ეს იქნება მართლა არნახული დათმობა--2029 წლამდე იმ საშულოზე დაბლი დონის (ევროპული სტანდარტით) გუნდში დარჩენა და წელიწადში 2 მილიონის და 5 წელიწადში 10 მილიონზე უარის თქმა ! გავიხსენოთ როგორ არხეინად ამბობდნენ ის უნამუსოები -- ჩვენ არსად გვეჩქარება კვარა უნდა დაემორჩილოს კონტრატის პირობებსო ! ხოდა მარტო ამის გამოც უნდა დაუდგნენ მაგრა ჩვენები და ერთი ნაბიჯით არ დაიხიონ უკან ! თანაც ბოლო ორ ტურში ორი გმარჯვების გოლი მაგარი კოზირი კი არა ჯოკერია მოლპარაკებებში ! აბა ეხლა გაბედონ და სკამზე დასვან საუკეთესო ფეხბურთელი ეგრევე მაიდანს მოუწყობენ ფანები და კამორაც !
zura222
18:54 31-10-2024
8
თუ ამხელა თანხა გინდა ჩაიწეროს, გამოდის, რომ ჯერ ერთი კვარას ფასი კარგად იცი, მერე მეორე, შესაბამისი ხელფასიც უნდა დაუნიშნო. ეს არც ჯუღელის ახირებაა, არც მამის და მითუმეტეს არც ხვიჩასი. ეს მარტივი ლოგიკაა ამ საქმეში.
შენი ლოგიკა რა ვთქვა ლეო
19:56 31-10-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული