"ნაპოლი" ხვიჩას შესანარჩუნებლად არნახულ დათმობაზე მიდის - Ilmattino ოთხსაათიანი მოლაპარაკების დეტალებს ახმაურებს

AutoSharing Option
Ilmattino-მ „ნაპოლის“ ხვიჩა კვარაცხელიასთან თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე მოლაპარაკებაზე გამოაქვეყნა წერილი.

გამოცემის ცნობით, ჯერ საქმე საზეიმოდ და სადღეგრძელოების სათქმელად არ არის და არც მთლად ისეა, როგორც კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს სურს, მაგრამ „ნაპოლიმ“ ცოტა უხალისოდ კვარაცხელიასთან კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკება მილანის სასტუმრო „გალიაში“ ქართული მხარის თხოვნით გამართა, რომელშიც მონაწილეობა სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ, აგენტმა მამუკა ჯუღელმა, კრისტიან ძაკარდომ და ფეხბურთელის მამამ მიიღეს.

შეხვედრა საქმიან ვითარებაში, კარგ ატმოსფეროში და კონსტრუქციულად ჩატარდა (10:30 საათზე დაიწყო და 14:30 საათზე დასრულდა), ერთად ისადილეს,
„კვარა“ გუნდიდან წასვლას არ აპირებს, იტალიურად უკვე უკეთ საუბრობს (მილანთან თამაშის შემდეგ კომენტარი იტალიურ ენაზე გააკეთა - რედ.), რამეთუ სჯერა პროექტის და ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით სკუდეტოს მოპოვების შესაძლებლობის, ქართული მხარე კი ხვიჩასთვის სეზონურ გასამრჯელოდ 8 მილიონ ევროს და ხელშეკრულებაში 80-მილიონიანი გამოსასყიდი ფასის დაფიქსირებას მოითხოვს. აღნიშნულია, რომ კონტემ ყველაფერი სწორად განჭვრიტა, ვინაიდან განახლების გარეშე კვარაცხელია ზაფხულში გუნდს დატოვებს და მომდევნო შეხვედრა ისევ მილანში, 11 ნოემბერს „ინტერთან“ მატჩის შემდეგ გაიმართება.

Sky Sport-ის სატრანსფერო ექსპერტმა ლუკა მარკეტიმ რადიო Marte-ს ეთერში განაცხადა, რომ კლუბი 120-მილიონიან „კლაუსულაზე“ ნაკლებზე არ დათანხმდება, როგორც ეს ვიქტორ ოსიმენთან მიმართებაში მოხდა და ასეთ შემთხვევაში აგენტი ხელფასის კიდევ უფრო მომატებას მოითხოვს.

„კორიერე დელო სპორტი“ წერს, რომ შეთანხმების მიღწევა რეალურია, ახლა კვარაცხელია წელიწადში 1.8 მილიონს გამოიმუშავებს, კლუბი მზადაა 5 მილიონი პლუს ბონუსები გადაუხადოს, რაც ჯამში 7 მილიონს მიუახლოვდება, შემდგომში, შესაძლოა, 8-9 მილიონს მიაღწიოს, ეს იტალიაში ფეხბურთელისთვის ანაზღაურების მაქსიმუმია და პსჟ-ის წინადადებაზე მნიშვნელოვნად ნაკლები აღარ იქნება, ხოლო გამოსასყიდი თანხა კლუბისთვის უფრო ადეკვატური, 120 მილიონი უნდა იყოს.

მკითხველის კომენტარები / 25 /
აბა ავშენებულვართ დანარჩენი ქართველები და ეს არის!! ეპოქალური, ეკზისტენციალური საფრთხე აღარ გველოდება დიდი ხნით. ახლა შეიძლება ევრო ზონის ვიზებიც შემოიღონ და თუ უნდათ საერთოდ საზღვრებიც ჩაიკეტონ....კვარას ხელფასს გაუზრდიან, ნაცები დამარცხებულია, ქალი-ქალია, კაცი-კაცია და რაც მთავარია სხვისი უკა- ნალის სადარაჯოზე ფხიზლად დგას ერი და ბერი,ამასთან რუსული სილიოტკა, პეჩენია-იუბილეინიი, ზეთი-ყუბანსკოე,გრეჩიხა,ტუშონკა, სლობოდა, სიროკები და ა.შ თავზესაყრელად გვაქვს ისე როგორც რუსებით სავსე ქუჩები და ეზოები.......
32
რანაირადაა 8-9 მილიონი იტალიაში მაქსიმუმი როდესაც ოსიმენი 10 იღებდა, ჩალხანოღლუს და ლაუტაროს 12-12 აქვთ და ვლაოვიჩს 14?
Walkabout
10:29 01-11-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული