მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ლიონმა" სტუმრად "ლილთან" ქულა გადაარჩინა [VIDEO]

AutoSharing Option
ლიგა 1-ის მეათე ტურში „ლიონმა“ გასვლაზე „ლილთან“ ფრეს მიაღწია - 1:1.

მატჩის წინ სტუმართა გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე შეუძლოდ იყო, ორი დღე არ უვარჯიშია, მწვრთნელმა პიერ საჟმა ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა და ალეკსანდრ ლაკაზეტის ნაცვლად 85-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 1:0 იყო. კომპენსირებულ დროში კი მალიკ ფოფანამ თანაფარდობა აღადგინა.

„ლიონი“ 15 ქულით ამ მომენტისთვის მეხუთე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 8 ნოემბერს, ევროპა ლიგაზე გერმანიაში „ჰოფენჰაიმთან“ ჩაატარებს.

ლილი. „პიერ მორუა“
ლილი - ლიონი 1:1
გოლები: 1:0 დევიდი (17), 1:1 ფოფანა
(90+1)

altმიქაუტაძემ, შესაძლოა, "ლილთან" ვერ ითამაშოს

მკითხველის კომენტარები / 1 /
ლიონს საუკეტესო ფორმა აცვია
მომწონს
14:11 02-11-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული