სტუმრები დებიუტში ლუკმანმა დააწინაურა, რის შემდეგაც ანგარიშის გათანაბრება მაკტომინეის შეეძლო, რომლის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. ცოტა ხანში პირისპირ გასულ ანგისას მეკარე კარნეზეკმა არ გაატანინა. 31-ე წუთზე კი ლუკმანმა შორიდან დალაშქრა მერეტის კარი - 0:2 და მასპინძლები რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ.
მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, ბერგამოელები მეტოქეს შანსს არ აძლევდნენ, კვარაცხელიამ საჯარიმოს გარედან სცადა გატანა, თუმცა ბურთს კარნეზეკი დაეუფლა. მერე კოლაშინაცის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. „ნაპოლის“ მწვრთნელმა კონტემ გილმორი და პოლიტანო ნგონჟით და რასპადორით შეცვალა. მომენტი ბონჯორნოს ჰქონდა, რომლის თავური მეკარემ მოიგერია. 71-ე წუთზე ხვიჩას მაგივრად მოედანზე ნერესი შევიდა. შეცვლაზე შესულებმა თამაში ვერ გაამწვავეს, ხოლო კომპენსირებულ დროში რეტეგიმ მერეტის კარი დალაშქრა და „ატალანტამ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
„ნაპოლი“ 25 ქულით ლიდერია და 10 ნოემბერს მილანში „ინტერს“ დაუპირისპირდება.
ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ატალანტა 0:3
გოლები: 0:1 ლუკმანი (10), 0:2 ლუკმანი (31), 0:3 რეტეგი (90+2)
"ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, მომავალ ზაფხულს "რეალმა" კვარაცხელია იყიდოს" - იტალიელი ჟურნალისტი