დრო ჩაირთო - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას აგენტს ულტიმატუმი წაუყენა

AutoSharing Option
Il Mattino-ს ინფორმაციით, "ნაპოლიმ" ხვიჩა კვარაცხელიას აგენტს ულტიმატუმი წაუყენა. "პარტენოპეიმ" ქართველის წარმომადგენლებს შეუთვალა, რომ ახალი კონტრაქტის საკითხი აუცილებლად მიმდინარე თვის ბოლომდე უნდა მოგვარდეს. 

პარარელურად, "ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ გუშინ DAZN-თან საუბარში თქვა, რომ ხვიჩასთან და მის გარემოცვასთან ღია დისკუსიები მიმდინარეობს, რათა მოკლევადიან პერსპექტივაში იპოვონ გამოსავალი, წინააღმდეგ შემთხვევაში მოლაპარაკებები სეზონის ბოლომდე აღარ გაიმართება.

მოგეხსენებათ, "პარტენოპეი" კვარაცხელიას გასამრჯელოდ 6 მილიონ ევროს სთავაზობს, ქართველის მხარე კი 8 მილიონს ითხოვს.

კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ ჩვენებურს შრომით ხელშეკრულებაში გამოსასყიდ თანხად 80 მილიონი ევროს
ჩაწერა უნდა, რაც "ნაპოლის" არ აწყობს.
მკითხველის კომენტარები / 33 /
"პარარელურად"?
გიორგი
22:46 05-11-2024
0
აგენტს, ამ დებილს ამდენ მილიონებზე რომ ლაპარაკობს, უნახია მაგდენი ფული? ამდენს როგორ იღებს თავის თავზე, როცა იურისტიც არ არი?
გელა ხმიადაშვილი
18:15 05-11-2024
16
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული