პაატა ღუდუშაური "ტორპედოში" გადავიდა

AutoSharing Option
პაატა ღუდუშაური კარიერას "ტორპედოში" გააგრძელებს, - ამის შესახებ ქუთაისური კლუბის პრესსამსახური იტყობინება:

"27 წლის შემტევი ნახევარმცველი პაატა ღუდუშაური ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელია. ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტი ოფიციალურად გაფორმდა. ხელშეკრულება ძალაში 2025 წლის 1-ელი იანვრიდან შევა. „ტორპედოს“ ახალწვეული უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

ღუდუშაური ბოლოს ისრაელის მთავარ ლიგაში თამაშობდა, სადაც „ბნეი-სახნინის“ ღირსებას იცავდა. ისრაელში წასვლამდე ქართველი ფეხბურთელი ბათუმის „დინამოში“ ირიცხებოდა, რომლის მაისურით გამართულ 72 მატჩში 19 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა მიითვალა. სხვადასხვა დროს „ვიტ ჯორჯიასა“ და გორის „დილაში“ თამაშობდა".

მკითხველის კომენტარები / 5 /
დაწყნარდით. და ვისაც არ მოგწონთ წყალი სვით ბევრი, კარგია და დროსაც გაიყვანთ.
ნუუუ
16:29 08-11-2024
0
ბ-ნ დ. კერესელიძე გუგლი გახსენი და ამ ფეხბურთელის სახელი და გვარი დაგუგლე. შორს არ მოგიწევს წასვლა. თუ შენ ის დ- აღარ ხარ თსუ-ში რომ იურისტებს მწყემსავდი (საუკეთესოდ ბოლო 30 წელიწადში).
amberგ
14:50 08-11-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული