შენგელიამ საბერძნეთში გაიტანა და ნაკრებში გამოემგზავრება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საბერძნეთის სუპერლიგის მე-11 ტურში, სახლში „კალითეასთან“ ფრედ დასრულებულ მატჩში (2:2), „ოფის“ მარჯვენა გარემარბმა ლევან შენგელიამ გოლი გაიტანა.

მისი გუნდი 57-ე წუთამდე 2:0-ს იგებდა, მაგრამ შემდეგ ორი გოლი გაუშვა და ფრეს დასჯერდა.

შენგელიამ 68-ე წუთმდე ითამაშა. მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე ჩატარებულ 10 მატჩში 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. ლევანი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის გამოიძახა.

„ოფი“ 15 ქულით მერვე ადგილზეა და 23 ნოემბერს სტუმრად „ლამიას“ დაუპირისპირდება.

ირაკლიონი. „ტეოდოროს ვარდინოიანისი“
ოფი - კალითეა 2:2
გოლები: 1:0 სალსედო (14,
პენ), 2:0 შენგელია (29), 2:1 ლუკინასი (57), 2:2 კენურგიოსი (77)

altშენგელია საბერძნეთში მოედნიდან საგოლე მოქმედების გარეშე არ გადის

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს ბიჭი რაც მახსოვწ ყველა კლუბში მარჯვენა შემტევია, ვაისის დროს ნაკრებშიც მაგ პოზიციაზე იყი და ვილი რატომ ხედავს მასში მარცხენა მცველს ვერ გავიგე
1
მე მომწონს ეს ფეხბურთელი!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული