დავითაშვილი "სენტ ეტიენიდან" საუკეთესო იყო - "რონის დერბიში" მიქაუტაძის "ლიონმა" გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა 1-ის მეთერთმეტე ტურში "ლიონმა" საკუთარ მოედანზე "სენტ-ეტიენი" 1:0 დაამარცხა.

მასპინძელთა გუნდში გიორგი მიქაუტაძე მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, მან 79-ე წუთზე ალექსანდრ ლაკაზეტი შეცვალა. სტუმართა რიგებში ზურიკო დავითაშვილი კი ძირითად შემადგენლობაში ვიხილეთ და მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

მატჩის პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, 22-ე წუთზე ზურიკომ ფლანგზე ეინსლი მეიტლენდ-ნაილსი ჩამოიშორა და ჩააწოდა, თუმცა სტასინმა გოლის გატანა ვერ მოახერხა, "ლიონმა" მეტოქეს რამდენჯერმე მწვავედ შეუტია, გოტიე ლარსონერმა საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან არაერთხელ იხსნა, მაგრამ 29-ე წუთზე ანგარიში ალექსანდრ ლაკაზეტმა გახსნა.

"რონის დერბის"
მეორე ტაიმში "სენტ-ეტიენი" გააქტიურდა, 51-ე წუთზე ზურიკომ საჯარიმოს გარედან დაარტყა, ქართველის მცდელობა ლუკას პერისთვის სახიფათო არ აღმოჩნდა და ბურთს დაეუფლა, 54-ე წუთზე დავითაშვილმა ფრანგი მეკარის კარის აღება საჯარიმო დარტყმით სცადა, პერი კვლავ ადგილზე იყო და ბურთი ხელებში დააფიქსირა. მე-60 წუთზე "ლიონის" კარს კვლავ ქართველი დაემუქრა და მეიტლენდ-ნაილსი ოსტატურად ჩამოიშორა, მაგრამ მისი დარტყმული ჩალეტა-ცარმა დაბლოკა.

76-ე წუთზე ზურიკოს კარგი გადაცემის შემდეგ იბრაჰიმ სისოკო მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩა, პერმა საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან გადაარჩინა. 

85-ე წუთზე მიქაუტაძე "სენტ-ეტიენის" საჯარიმოში შეიჭრა, მისი დარტყმული ლარსონერისთვის მარტივი ნადავლი აღმოჩნდა. ამრიგად, "რონის დერბიში" გამარჯვება მასპინძლებმა მოიპოვეს.

"სენტ-ეტიენი" ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 10 ქულით მე-16 ადგილზეა, "მწვანეები" მომდევნო ტურში 23 ნოემბერს "მონპელიეს" მიიღებს, "ლიონი" 18 ქულით მე-5 ადგილზეა, პიერ საჟის გაწვრთნილი გუნდი 24 ნოემბერს გასვლაზე "რეიმსს" დაუპირისპირდება.

ლიონი. "გრუპამა სტადიუმი"
ლიონი - სენტ-ეტიენი 1:0
გოლი: ლაკაზეტი (29)

altდღეს მიქაუტაძე დავითაშვილის წინააღმდეგ ითამაშებს - ხვიჩა ნაკრებში რთული მატჩით მოდის...

მკითხველის კომენტარები / 2 /
მატჩის დასაწყისში,ლიოს კოლოსალური უპირატესობა ჰქონდა.სენტ ეტიენის დაცვა,საერთოდ არ უწევდა წინააღმდეგობას და მეკარის ბრწყინვალე თამაში რომ არა,ანგარიში კატასტროფული იქნებოდა.გოლის გატანის შემდეგ,ლიონმა დაწოლა შეამცირა და სენტ ეტიენიც ცოტა გონს მოეგო.მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი,ალბათ სწორედ სენტ ეტიენის მეკარე გახდებოდა,რომ არა მატჩის მიწურულს,უხეში შეცდომა,როცა ბურთი გამოტანის დროს,მიქაუტაძეს მოარტყა და მის კარში გოლი გავიდა.მის საბედნიეროდ,გამეორებაზე გამოჩნდა,რომ ჟორჟს ბურთი ხელზე მოხვედრია და გოლი გაუქმდა,მაგრამ შეცდომა შეცდომად დარჩა.ზურიკო მართლაც ძალიან კარგი იყო,თუმცა ორი კაცის ძალისხმევა,გუნდურად კარგად მოთამაშე ლიონის წინააღმდეგ,საკმარისი არ აღმოჩნდა.
სოსო
13:04 11-11-2024
0
არ მიყურებია, მაგრამ ისე დეტალურადაა აღწერილი, ბრავო!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული