რატომ შეუხტა ინძაგი კვარაცხელიას მოედანზე და იყო თუ არა პენალტი?

AutoSharing Option
„ნაპოლიმ“ ძალიან ულამაზო და შედეგზე ორიენტირებული თამაშით „სან სიროზე“ ორ მატჩში ოთხი ქულა მოიპოვა გუნდებთან, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგაზე შთამბეჭდავი გამარჯვებები იზეიმეს. ჟურნალისტი პაოლო ბარჯიჯა „ტვიტერზე“ წერს, რომ ნეაპოლური გუნდი ჯერ კიდევ ლიდერია, მაგრამ იტალიაში ყველაზე უშნო ფეხბურთს თამაშობს, სტრატეგია მხოლოდ კონტრიერიშებზეა აგებული, „კვარა“ და პოლიტანო მძიმე სიტუაციაში იმყოფებიან, რამეთუ იძულებული არიან განაპირა მცველების პოზიციაზე იმოქმედონ.

„ნაპოლის“ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ფეხბურთელები შეაქო და თქვა, რომ ისინი პროგრესირებენ, მსაჯმა მათ კარში არარსებული პენალტი დანიშნა და გაუგებარია VAR-ის დამოკიდებულება, ვინაიდან ესაა არბიტრების შეცდომების
გამოსასწორებელი ძალიან სასარგებლო ინსტრუმენტი, თუმცა ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება არაობიექტური იყო.

საფეხბურთო მიმომხილველის ენრიკო ფედელეს აზრით, რომელმაც შეხვედრის წინ კონტეს ლუკაკუსა და კვარაცხელიას 15 მეტრით წინ წაწევა ურჩია, ანგისამ ტიურამი წააქცია, თერთმეტმეტრიანი სწორად დაინიშნა და კონტეს რატომღაც პროტესტი არ გამოუთქვამს, როდესაც არბიტრმა მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილება „ემპოლისთან“ დაპირისპირებისას მიიღო.

Sportall.Ge

Areanapoli ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ „ინტერის“ თავკაცი სიმონე ინძაგი პირველ ტაიმში ხვიჩას აქტიურობისას ლამის მოედანზე შევარდა და დენზელ დუმფრისსა და ბენჟამენ პავარს ქართველის უფრო აგრესიულად მეურვეობას ყვირილით მოუწოდებდა. ნიშანდობლივია, რომ კონტემ წინა მატჩებისგან განსხვავებით კვარაცხელია არ შეცვალა და მოედანზე მის ნაცვლად დავიდ ნერესი არ შეუშვა.

ერთი სიტყვით, „ნაპოლი“ ჯერჯერობით ჯახირით წინ მიიწევს და ისმის კითხვა - სადამდე მოახერხებს ამას?

მკითხველის კომენტარები / 16 /
ვარზე მინდა ვთქვა, როდესაც გოლის ჩათვლა-არ ჩათვლის საკითხი წყდება, მაშინ ვარი შეურყეველია! 10-დან 9 შემთხვევაში უყოყმანოდ აუქმებს ბლიად გოლს და საინტერესოა, პენალტის დანიშვნის საკითხში რატომ იჩენს ასეთ სისუსტეს? თითქმის ყოველთვის უარს რატომ ამბობს დანიშვნაზე? მე პირადად უარყოფითად შევაფასებდი ვარის მუშაობას. ბევრი თამაში გააფუჭა!
Guriec
14:20 25-11-2024
0
აი ასე ეშინიათ კვარასი,ეშინიათ როგორც ერთერთი მაღალი კლასის ფეხბურთელის,როცა არ იცი როგორ და რა დროს რას მოიმოქმედებს,თუნდაც უყურადღებოდ არ დატოვო და თუ უყურადღებოდ დატოვე გაგანადგურებს,ამიტომ ჩაფსმამდე ყვირის ინძაგი.
ნიანია ბაკურიანი
20:12 19-11-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული