"სალია იჯარით ალბათ ამ ქვეყანაში წავა... გეტყვით, რატომ შეუძლიათ ეროვნულ ნაკრებში მასსა და კვარაცხელიას ერთად თამაში" - ქართველი სკაუტი ახალგაზრდა ტალანტზე

AutoSharing Option
"გენტში" მომუშავე 24 წლის ქართველმა სკაუტმა მიხა გაბეჩავამ, რომელიც წარსულში თბილისის "დინამოში" საქმიანობდა, Mag NUFC-სთან ვახტანგ სალიას შესახებ ისაუბრა.

როგორც მან განაცხადა, 17 წლის ქართველი შემტევი სათამაშო სტილით არა ხვიჩა კვარაცხელიას, არამედ რობერტო ფირმინოს ძალიან ჰგავს.

"მესმის, როდესაც რომელიმე ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიას ადარებენ, მაგრამ ჩემი აზრით, სალია ფირმინოს უფრო ჰგავს და ამას მისი სათამაშო სტილის გამო ვფიქრობ.

სალიასა და ფირმინოს "ცრუ ცხრიანზე" ასპარეზობა ძალიან კარგად შეუძლიათ. გარდა ამისა, ორივეს მუშაობის ძალიან მაღალი მაჩვენებელი აქვს.

არა მგონია, რომ კვარაცხელიას თამაში "ცრუ
ცხრიანზე" უფრო ეფექტური იყოს, ვიდრე 4-3-3-ში მარტოხელა თავდამსხმელად.

ნამდვილად მჯერა, რომ თუ ამ სქემაში სალიას "ცხრიანად" ათამაშებ, კვარაცხელიაზე ბევრად ეფექტური იქნება. ამიტომ ვამბობ, რომ თუ ისინი ეროვნულ გუნდში ერთად იქნებიან, პოზიციების გამო სასტარტო შემადგენლობისთვის პრობლემა არ უნდა გაჩნდეს, რადგან მათ სხვადასხვა როლების შესრულება მარტივად შეუძლიათ.

ჩემი აზრით, სალია მომდევნო სეზონს იჯარით ნიდერლანდებში გაატარებს. ამას მიოდრაგ პივასისა და იაკუბ მინტეს მაგალითით მოწმობს", - თქვა გაბეჩავამ. 

შეგახსენებთ, რომ 17 წლის სალიამ "ნიუკასლთან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და "კაჭკაჭებს" 2025 წლის ზაფხულში შეუერთდება.
მკითხველის კომენტარები / 14 /
არც ერთი ქართველი ფეხბურთელი ისე არ მომწონს, როგორც სალია. მისის სახით ძალიან დიდი ტალანტი ეზრდება საქართველოს და მსოფლიო ფეხბურთს.
ემზარი
21:16 14-11-2024
0
ამ ბიჭს შეუძლია პრემლიერ ლიგა გააოცოს მთავარია შანსი მიიღოს ნიუკასლში როგორც მამარდა გახდა საუკეთესო ამ ბიჭსაც იგივე ელოდება..
thanks
19:55 14-11-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული