კვარაცხელიას აგენტი "ბარსელონას" პრეზიდენტს შეხვდა - El Nacional კატალონიური გრანდის ქართველთან დაკავშირებულ გეგმაზე

AutoSharing Option
კატალონიური El Nacional-ის ცნობით, გასულ ხუთშაბათს ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი "ბარსელონას" პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას შეხვდა. მოგეხსენებათ, "ბლაუგრანას" სახელს "ნაპოლის" ქართველ ვარსკვლავს დიდი ხანია უკავშირებენ.

იწერება ისიც, რომ ესპანური გრანდი ორ ახალ შემტევს ეძებს და ერთ-ერთ ასეთად სწორედ ჩვენებური მოისაზრება. თანაც, გუნდის მწვრთნელ ჰანსი ფლიკს ხვიჩა ძალიან ესიმპატიურება, თავად კვარაცხელიაც კარიერის "ბარსელონაში" გაგრძელების წინააღმდეგი არაა. 

თავის მხრივ, საქმეშია კვლავ პსჟ-იც და SPORT-ის ინფორმაციით, პარიზელებს გარიგების კიდევ ერთხელ გაჩარხვის მცდელობა მორიგ ზაფხულს ექნებათ.

პარარელურად, კვარაცხელიასთან კონტრაქტის გახანგლძრივების თაობაზე მოლაპარაკებებს "ნაპოლიც" განაგრძნობს. "პარტენოპეის" სპორტულმა
დირექტორმა ჯოვანი მანამ ადრე განაცხადა, რომ ყველაფერი ნოემბრის თვეში საბოლოოდ უნდა დასრულდეს, ან მოლაპარაკებები სეზონის ბოლოს გადაინაცვლებს.
მკითხველის კომენტარები / 17 /
ამ ბარსელონასი ვერაფერი გავიგე, წერენ ფული აქვთო და ამ 100 მილიონიან ფეხბურთელებს კი ეძებენ.
ჟორა გაბრიჭიძე
19:42 14-11-2024
0
მოშორდეს უნდა მაგ ნაპოლის, თორემ კონტეს მახინჯური ფეხბურთის კონტექსტში, მცველად გადაიქცევა მალე.
კნოპსი
18:44 14-11-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული