"ქართველის "ლივერპულში" ტრანსფერი კითხვის ნიშნებს აჩენს, კელეჰერმა დაამტკიცა, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილს იმსახურებს" - ბრიტანელი სკაუტი

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, სეზონის დასრულების შემდეგ "ვალენსიაში" იჯარით მყოფი გიორგი მამარდაშვილი "ლივერპულს" შეუერთდება.

ამჟამად, "სქაუზერების" ნომერ პირველი მეკარე ალისონ ბეკერი ტრავმირებულია და მას კაომინ კელეჰერი ცვლის.

აღნიშნულთან დაკავშირებით "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა სკაუტმა მიკ ბრაუნმა Football Insider-თან ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, ქართველი მეკარის "მერსისაიდულ კლუბში" გადასვლა გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს, რადგან კელეჰერი შესანიშნავ ფორმაშია.

"მამარდაშვილის "ლივერპულში" ტრანსფერი კითხვის ნიშნებს აჩენს. ალისონის ტრავმის შემდეგ, კაომინ კელეჰერმა დაამტკიცა, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილს იმსახურებს.

კელეჰერის შესაძლებლობებს კარგად ვიცნობ და დარწმუნებული ვარ, სათანადო ნდობის შემთხვევაში "ლივერპულის" გულშემატკივრებს
იმედებს არ გაუცრუებს, თუმცა მეორე მეკარის სტატუსით ამის გაკეთება რთული იქნება. "მერსისაიდელების" ხელმძღვანელებს სერიოზული გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ.

მამარდაშვილის ტრანსფერი კაომინს პრობლემებს უქმნის და გარანტიები სჭირდება, თუ ის სათამაშო დროის გარანტიას ვერ მიიღებს, მაშინ აუცილებლად უნდა წავიდეს", - განაცხადა ბრაუნმა.

შეგახსენებთ, "ლივერპულმა" ქართველი მეკარის სანაცვლოდ "ვალენსიას" გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დაახლოებით 35 მილიონი ევრო გადაუხადა.

altკარგი ამბავი მამარდაშვილისთვის - ალისონმა შეიძლება "ლივერპული" დატოვოს

altballon d'or 2024: მამარდაშვილი ნომინანტებს შორის იყო - საუკეთესო მეკარის პრიზი ისევ მარტინესმა მოიგო

alt"ზაფხულში მამარდაშვილის მოსვლის მერე, "ლივერპულში" ამის გამო პრობლემები დაიწყება" - მაკმანამანი "მერსისაიდელთა" მეკარეთა არჩევანზე
 

მკითხველის კომენტარები / 6 /
რა პრობლემაა? ფული ხომ გადაიხადეს მამარდაში და ხელფასს ბარსა გადაუხდის სიამოვნებით. დააყენონ ეგ კელეჰერი კარში. კვარა და მამარდა ბარსაში რა ფანტასტიკური იქნებოდა.


zura222-ს გელოდები შე გველო. საქართველო თუ გიყვარს და შენი სამშობლოა დაწერე. დაგვიმტკიცე ყველას შენი სიმართლე.

დიდება საქართველოს. სიკვდილი მტერს. საქართველოს გაუმარჯოს.
G.LA
12:22 18-11-2024
1
ამ კელეჰერს არ შაუგდო, გუშინ, ინგლისმა? თუ მე ვიდექი კარში ჰა.
მალხაზ ჯობავა
16:46 18-11-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული