კარგი ამბავი მამარდაშვილისთვის - ალისონმა შეიძლება "ლივერპული" დატოვოს

AutoSharing Option
32 წლის ბრაზილიელმა მეკარემ ალისონმა შეიძლება "ლივერპული" დატოვოს, - ამის შესახებ თურქული Futboo იტყობინება.

გამოცემის ცნობით, სეზონის დასრულებისთანავე სტამბოლური კლუბიდან ურუგვაელი ფერნანდო მუსლერა წავა, მის შემცვლელად ალისონის კანდიდატურას განიხილავენ, ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაიწყეს და მიზნის მისაღწევად "ლივერპულს" საკმაო თანხას შესთავაზებენ. "გალათასარაი" იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებებში შუამავალი ბრაზილიის ნაკრების ყოფილი მეკარე კლაუდიო ტაფარელი იქნება, რომელიც მათ გუნდში თამაშობდა და მუშაობდა, ახლა კი "ლივერპულის" ერთ-ერთი მწვრთნელია.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალისონი საუდის არაბეთში გადაბარგებას არ აპირებს, კონტრაქტის ამოწურვამდე "ლივერპულში" დარჩენა სურს და შეიძლება ხელშეკრულებაც
გაახანგრძლივოს, ხოლო Caught Offside-ს მტკიცებით, ის, მოჰამედ სალაჰი და ვირგილ ვან დეიკი შემდეგი სატრანსფერო ფანჯრისას მერსისაიდულ გუნდს დაემშვიდობებიან.

"ლივერპულმა" საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი 27 აგვისტოს შეიძინა, იჯარით "ვალენსიაში" დატოვა, ინგლისურ გუნდში ზაფხულში გადავა და არ იქნება ურიგო, თუ იქამდე ალისონი ნავთსაყუდელს გამოიცვლის.

მკითხველის კომენტარები / 5 /
მამარდა იმიტომ იყიდეს,ალისონი მიდისო!ახლა იმედს გვაძლევენ,შესაძლოა წავიდესო!ასეა თუ ისე,მამარდას ხელფასი,სავარაუდოდ გაცილებით მეტი იქნება,ვიდრე ვალენსია აძლევდა.ეს სეზონი,მისთვის სუფთა მოგებაა.თუ ალისონი დარჩა და ძირითად მეკარედ ითამაშა,მაშინ გიო სავარაუდოდ,სხვა კლუბში წავა,იჯარით და ეს კლუბი,სავარაუდოდ,ვალენსიაზე გაცილებით ამბიციური იქნება.თუმცა არა მგონია გიომ,ძალიან გაიწიოს,სხვა კლუბისაკენ,თუ ვალენსია კვლავ მოინდომებს მის დატოვებას და ფინანსებზეც შეუთანხმდება,ლივერპულს.სათამაშო პრაქტიკისათვის,ვალენსია მისთვის იდეალური კლუბია,აი ამბიციებზე კი,რა მოგახსენოთ.საერთოდ მეკარის შეცვლას,მწვრთნელები ყველაზე მეტად ერიდებიან და ალისონი თუ არ წავიდა,არა მგონია ძირითადი მეკარის სტატუსი ჩამოართვან.
სოსო
17:26 24-11-2024
0
გორის დილაში მოდის!
გენა
12:12 05-11-2024
0

სიახლეები პოპულარული