აღნიშნულია, რომ არკადიუშ მილიკის ტრავმის გამო, დუშან ვლაჰოვიჩი გუნდის ერთადერთი ფორვარდია, რთულ სიტუაციაში მყოფ „ლიონს“ არაა გამორიცხული ქართველის გაყიდვაც მოუწიოს და „იუვესთვის“ საქმეს ისიც აიოლებს, რომ მას საფრანგეთის მოქალაქეობაც აქვს, რაც მნიშვნელოვანია, რამეთუ კლუბში არაევროკავშირელ ფეხბურთელებზე ლიმიტი ამოწურულია.
გამოცემა იხსენებს, რომ „ბებერი ქალბატონის“ სპორტულმა დირექტორმა კრისტიან ჯუნტოლიმ „ნაპოლიში“ მუშაობისას ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირება მოახერხა და ახლა შეიძლება კიდევ ერთი ქართველის ტრანსფერი გაჩარხოს.