დ’ავერსა: გოგლიჩიძე გიჟივით მუშაობს და ჩვენი გზის მაგალითია

AutoSharing Option
“ემპოლის” მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დ’ავერსამ გადაცემაში „გასახდელის ქრონიკებში“ პირად ცხოვრებაზე, თავის გუნდზე და საბა გოგლიჩიძეზეც ისაუბრა:

„მე ვთვლი, რომ ჩვენი გზის მაგალითი შეიძლება გოგლიჩიძე იყოს. როდესაც „ინტერთან“ გააძევეს, მოედანი იმედგაცრუებულმა დატოვა. უკვე მოედანზე ვიკისთან საუბრისას მივხვდი, რომ გააძევებდნენ. სახეზე აფარებული მაისური იმაზე მეტყველებდა, რამდენად დამწუხრებული იყო. მხოლოდ იმ შემთხვევაში გავბრაზდებოდი, ეს უაზრო სისულელე რომ ყოფილიყო, რომელიც ჩვენი პრინციპებისთვის მიუღებელი იქნებოდა.

როდესაც გუნდში მოვედი, მას ვარჯიშისას რიტმზე აყოლა უჭირდა. უთამაშებელი გახლდათ. იტალიურად ვერ ლაპარაკობს, ინგლისურად - ცოტას. მასთან გასაუბრებაც კი ძნელია,
მაგრამ გიჟივით მუშაობს. მე უბრალოდ ავუხსენი, რომ ახალი წესების და VAR-ის გამო მცირე კონტაქტისას უფრო ფრთხილი უნდა იყოს. იქცევა როგორც პროფესიონალი და ეს ისაა, რაც გვჭირდება“.

alt"იუვენტუსი" მზადაა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის შესაძენად 7 მილიონი გადაიხადოს

მკითხველის კომენტარები / 2 /
ამ კაცმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საბას მიმართ დიდი ნდობა და ეს ძალიან მაგარი რამეა.სადებიუტო სეზონში ბიჭი უკვე ჩამოყალიბდა ემპოლის ძირითადის მოთამაშედ, რაც ადვილი საქმე ნამდვილად არაა.
საბა არის მაგალითი იმისა, თუ რა შეუძლია თავდაუზოგავად შრომას.
დიდ წარმატებებს ვუსურვებ მას!
ქობულეთიდან
12:05 21-11-2024
0
უმაგრესი ცვლა!
გოგა
06:49 21-11-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული