"ტუტოსპორტის" ცნობით, "იუვენტუსი" ზამთარში შეტევის გაძლიერებას გეგმავს, რამდენიმე კანდიდატურას განიხილავს, რომელთა შორის პრიორიტეტული "ლიონის" თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძეა.
გამოცემა წერს, რომ "ნიცასთან" მატჩის შემდეგ მიქაუტაძე საკუთარ სახლში ძარცვის მსხვერპლი გახდა, თუმცა ფეხბურთზეა კონცენტრირებული, ასევე მნიშვნელოვანია სატრანსფერო ბაზარი, "იუვენტუსი" მზადაა თავდამსხმელზე საუბარს დაუბრუნდეს, რომელიც კვარაცხელიას თანანაკრებელია და რომელიც ზაფხულში "ლიონმა" "მეცისგან" 18.5 მილიონ ევროდ შეიძინა, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო ფრანგული კლუბი იძულებულია ფეხბურთელები გაყიდოს.
აღნიშნულია, რომ მიქაუტაძეს ფრანგული პასპორტი აქვს, რაც მნიშვნელოვანია, ვინაიდან კლუბში არაევროკავშირელ ფეხბურთელებზე ლიმიტი ამოწურულია და მისი სამსახურით აგრეთვე "ვესტ
ჰემია" დაინტერესებული:
"მიქაუტაძე გუნდში ხელშეუხებელი ლაკაზეტის შემცვლელია, მაგრამ როდესაც ძირითად შემადგენლობაში ხვდება, თავის კვალს ტოვებს. სიმაღლიდან გამომდინარე ატიპიური ფორვარდია, თუმცა შესანიშნავი ფიზიკური მონაცემები და ტექნიკური უნარები გააჩნია, რომელთა მეშვეობით მცველებს მისი მეურვეობა უჭირთ, რადგან ბურთს კარგად ინარჩუნებს, მოედნის სიღმიდანაც უტევს და თანამედროვე თავდამსხმელია.

"ლიონის" ფინანსების მიზიდვის აუცილებლობის გათვალისწინებით, გიორგის ფასი ხელმისაწვდომია. ჯერ მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, მაგრამ "იუვენტუსმა" შეიძლება იჯარის წესით დაიმატოს და შემდეგ შეფასებების შედეგად, აუცილებელი გამოსყიდვით 20 მილიონად საბოლოოდ შეიძინოს".