სერიალი Rinnovo Kvara სრულდება - ცნობილი გახდა შეთანხმების პირობები

AutoSharing Option
Sport Mediaset-ი ირწმუნება, რომ „ნაპოლიმ“ და ხვიჩა კვარაცხელიას წარმომადგენელმა ფეხბურთელის კონტრაქტის განახლებაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

გამოცემის ჟურნალისტი კარლო ლანდონი წერს, რომ ქართველი თანამშრომლობის გახანგრძლივების სანაცვლოდ წლიურ გასამრჯელოდ მთლიანობაში 6 მილიონ ევროს მიიღებს, კლუბი კი ძალიან მომგებიან ვითარებაში აღმოჩნდება, რამეთუ მომავალში გაყიდვის შემთხვევაში, დიდი თანხის მიღება ექნება გარანტირებული, ვინაიდან მიუხედავად ხელშეკრულების გაგრძელებისა, ხვიჩა გრანდების (მანჩესტერი, პსჟ და ბარსელონა) კონკრეტულ სამიზნედ რჩება, რომლებიც გაცილებით მაღალ სეზონურ ანაზღაურებას (9-10 მილიონი) სთავაზობენ.

და რაც მთავარია: ყველაზე რთული მოლაპარაკებების საკითხში გამოსასყიდი ფასი იყო, „კვარას“ მხარე 60
მილიონის დაფიქსირებას ითხოვდა, კლუბი მინიმუმ 100 მილიონს, ხოლო საბოლოოდ კომპრომისულ ვარიანტზე, 80 მილიონზე შეჯერდებიან. ერთი სიტყვით, ეს გაწელილი ისტორია დასასრულს უახლოვდება? ვნახოთ...

მკითხველის კომენტარები / 7 /
ძალიან კარგიი ეხლავე მოაწეროს ამ პირობებს და ამ იანვრის ფანჯარაშივე წაიყვანს რომელიმე ბობოლა გუნდი !
zura222
04:22 14-12-2024
8
ახლა მთავარია ხვიჩა ბეჯითად გაისარჯოს, დაიბრუნოს ძველი ფორმა.დარწმუნებული ვარ სეზონის ბოლოს რომელიმე ტოპ კლუბი აუცილებლად გადაიბირებს.პირადად ვისურვებდი ინგლისური კლუბი იყოს,რადგან იქ მსაჯობა შედარებით მკაცრია.ხვიჩა,ახლა ყველაფერი შენს ხელშია.შეგიძლია ისტორიაში შეხვიდე როგორც დიდი და უკვდავი,რისი ნიჭიც გაქვს ანდა გახდე საშუალო დონის როგორებიც ათასობით არიან.
ამაშია საქმე
10:11 14-12-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული