ქოჩორაშვილმა გაიტანა - "ლევანტემ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

AutoSharing Option
სეგუნდა დივიზიონის მეცხრამეტე ტურში „ლევანტე“ საკუთარ მოედანზე „კორდობას“ დაუზავდა - 2:2.

პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა, შესვენების შემდეგ სტუმრები ზინედინ ზიდანის შვილმა, თეომ დააწინაურა, მალე ხოსე ლუის მორალესმა ანგარიში გაათანაბრა, მერე გიორგი ქოჩორაშვილმა პენალტით მასპინძლები წინ გაიყვანა, კომპენსირებულ დროში კი ჯაკობო გონსალესმა თერთმეტმეტრიანით თანაფარდობა აღადგინა.

ქოჩორაშვილი 85-ე წუთზე შეცვალეს. მისი თამაში flashscore-მ 7.6 ქულით შეაფასა, ხოლო sofascore-მ 7.5 ქულით. გიორგიმ მიმდინარე ჩემპიონატზე ჩატარებულ 16 მატჩში 4-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

„ლევანტეს“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 30 ქულით მეოთხე ადგილზეა და 17
დეკემბერს სტუმრად „ალბასეტეს“ დაუპირისპირდება.

ვალენსია. „სიუდადი“
ლევანტე - კორდობა 2:2
გოლები: 0:1 ზიდანი (46), 1:1 მორალესი (56), 2:1 ქოჩორაშვილი (72, პენ), 2:2 გონსალესი (90+4, პენ)

altქოჩორაშვილის "ლევანტემ" "მირანდესთან" დასანანი მარცხი განიცადა

მკითხველის კომენტარები / 6 /
ქოჩორ! შე გაქანებულო ნაცო! არ გიტყდება რუსთაველის გამზირის აოხრება, სატანისტური რიტუალების ჩატარება და პოლიციის დაწვა? )მაგას ვერ ხედავთ) რომელთა რიცხვი 150-მდეა? არ დამიწყოთ ეხლა აბა "პოლიცია, რო სცემდა"? ნუ მივარდებოდნენ "შეიარაღებულები" და არ მიიღებდნენ იმას რაც მიიღეს! საითაც წავალ-წამოვალ ყველა ამ " პატარა ბავშვებს" აგინებს! ხალხს შეაზიზღეს თავი. მაინტერესებს, პარლამენტის შენობაც, რუსებმა ააოხრეს და დაწვეს?
ქოჩორაანთ ბიჭს!
14:56 15-12-2024
9
მამანაცოვიჩი :))))))))))))
Porto
11:43 15-12-2024
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული