უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა - "ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი..."

AutoSharing Option
უკრაინის პრემიერლიგის მე-17 ტურში "ოლექსანდრიამ" საქართველოს ნაკრების ნახევარმცევლის, შოთა ნონიკაშვილის "ჩერქასს" უმასპინძლა და (1:1) დაუზავდა. მეორე ტაიმში სტუმართა მარცხენა მცველი, 28 წლის ალექსანდრ კაპლიენკო მოედანზე უგონოდ დაეცა. ფეხბურთელებმა ეს ეპიზოდი ძალიან ემოციურად მიიღეს.

Sportall.Ge

ქართული "ფეისბუქგვერდი" "22 მოთამაშე" ნონიკაშვილის კომენტარს აქვეყნებს, სადაც შოთა თანაგუნდელის გადარჩენას იხსენებს: "კაპლიენკო კანკალებდა... უცებ მივვარდი, ენა თითქმის გადაყლაპული ჰქონდა და დავუჭირე. ორი თითით მეჭირა, უკვე გაძლებაზე. რაც ძალი და ღონე მქონდა, კბილებს ვიჭერდი. ბოლო ხმაზე ვღრიალებდი."

შოთა ნონიკაშვილი (შუაში) ნაკრების რიგებში

Sportall.Ge

ალექსანდრ კაპლიენკო თავს ახლა კარგად
გრძნობს. შეგახსენებთ, უკრაინის ჩემპიონატში საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ჯაბა კანკავამ კიევის "დინამოელი" ოლეგ გუსევი, მეკარესთან შეჯახების შემდეგ, სიკვდილს გადაარჩინა.

alt"მინდა, ჩემი გადაწყვეტილების შესახებ გითხრათ..." - ნაკრებში გამოძახებული ჯაბა კანკავა ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს

მკითხველის კომენტარები / 7 /
კანკავა რაღა შუაშია?!
ლაშა
14:28 15-12-2024
2
ფეხბურთელობა საშიში პროფესია გახდა.უნდა გაუქმდეს ბევრი არაფრისმთქმელი ტურნირები.ეს ქვეყნის თასიო,მერე ლიგისო,ფედერაციისო,სუპერთასიო,ამას ემატება ჩემპიომთა ლიგა,ევროპა ლიგა,კონტინენტისა და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირები,საკონტინენტთაშორისო თასი.რამდენს უნდა გაუძლოს ადამიანის ორგანიზმმა.
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული