დავითაშვილის "სენტ-ეტიენს" შეიძლება სათავეში ნორვეგიელი ჩაუდგეს

AutoSharing Option
გადაყენებული ოლივიე დალ'ოლიოს ნაცვლად "სენტ-ეტიენის" მწვრთნელად შეიძლება 49 წლის ნორვეგიელი ეირიკ ჰორნელანდი დანიშნონ, - იტყობინება Foot Mercato.

ჰორნელანდმა რამდენიმე დღის წინ "ბრანი" დატოვა და შეთავაზება რამდენიმე კლუბისგან აქვს, ამდენად "სენტ-ეტიენისთვის" მისი დაყოლიება ადვილი არ იქნება. აგრეთვე განიხილავენ პარიზის "რედ სტარის" თავკაცის ჰაბიბ ბეის კანდიდატურას, თუმცა ის პრიორიტეტული არ არის.

"სენტ-ეტიენი", რომლის ღირსებასაც ზურიკო დავითაშვილი იცავს, 16 ტურის შემდეგ 13 ქულით ლიგა 1-ში მეთექვსმეტე ადგილზეა და თასის 1/32-ფინალში გავიდა - 22 დეკემბერს "მარსელს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
გუნდს კვალიფიციური ფეხბურთელების ნაკლებობა უფრო აქვს,ვიდრე სუსტი მწვრთნელის პრობლემა,თუმცა როცა ასე აირევა გუნდი,საუკეთესო მწვრთნელიც კი უნდა შეცვალო.ახალი ხელი და ხედვაა,საჭირო.
სოსო
21:40 17-12-2024
0
გეგუჩაძე წაიყვანონ, ბრანის მწვრთნელს კი აჯობებს)))))))))
ჩვენები წაიყვანონ
21:17 17-12-2024
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული