ქოჩორაშვილი თავის გუნდში საუკეთესო იყო - "ლევანტემ" ისევ ფრედ ითამაშა

AutoSharing Option
სეგუნდა დივიზიონის მეოცე ტურში „ლევანტე“ გასვლაზე „ალბასეტეს“ დაუზავდა - 0:0.

სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ანალიტიკური საიტებისგან თავისი გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღო: sofascore 7.8, flashscore 7.6.

„ლევანტემ“ ზედიზედ მეორე მატჩი დაასრულა ფრედ, ბოლო სამ დაპირისპირებაში გამარჯვება არ მოუპოვებია, 31 ქულით მეექვსე ადგილზეა და 23 დეკემბერს „უესკას“ უმასპინძლებს.

ალბასეტე. „კარლოს ბელმონტე“
ალბასეტე - ლევანტე 0:0

altქოჩორაშვილმა გაიტანა - "ლევანტემ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული