"ხვიჩასთვის 2024 წელი დასრულებულია" - "ნაპოლის" ყოფილი ექიმის არასასიამოვნო ინფორმაცია "კვარაზე"

AutoSharing Option
იტალიურ მედიაში "ნაპოლის" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმასთან დაკავშირებით არასასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა. მოგეხსენებათ, "კვარამ" დაზიანება "ლაციოსთან" მატჩში მიიღო.

Napolicalviolive-ს ინფორმაციით, ქართველ შემტევს დიდი ალბათობით, იმაზე მეტი დრო გაუცდება, ვიდრე იქამდე იყო ნავარაუდები, გარდა ამისა იტალიურ მედიასთან კომენტარი "ნაპოლის" ყოფილმა ექიმმა ალფონსო დე ნიკოლამაც გააკეთა და აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა.

"ტრავმა, რომელიც მან მიიღო, რამდენიმეკვირიან რეაბილიტაციას საჭიროებს, ამიტომ ვვარაუდობ, რომ მისთვის 2024 წელი დასრულებულია, მიუხედავად იმისა, რომ "პარტენოპეი" მის სასწრაფოდ დაბრუნებას ეცდება.

ყველაფერი გაირკვევა, როდესაც ქართველი განმეორებით გამოკვლევებს ჩაიტარებს და ტესტების პასუხებს გავიგებთ",
- ამის შესახებ "ნაპოლის" ყოფილმა ექიმმა ალფონსო დე ნიკოლამ განაცხადა.

შეგახსენებთ, "ნაპოლის" 2024 წელს 2 მატჩი დარჩა ჩასატარებელი. კონტეს გუნდი 21 დეკემბერს "ჯენოას" ესტუმრება, ხოლო 29 დეკემბერს "ვენეციას" უმასპინძლებს.

alt"დე ლაურენტისი კონტეს ამას შეჰპირდა" - რას წერს იტალიური გამოცემა?

alt"კვარა" თუ ნერესი? - კონტემ კითხვაზე უპასუხა

altდე ლაურენტისმა იანვრის პირველი ტრანსფერი დაგეგმა - კონტე თანახმაა

მკითხველის კომენტარები / 21 /
რატომაც არა? მე მაგალითად ხვიჩას ადგილას კარგად დავისვენებდი და მეტ ყურადღებას დავუთმობდი ოჯახს. რა თქმა უნდა ვივარჯიშებდი კიდეც, რომ ფორმიდან არ ამოვვარდნილიყავი. სწორედ ასე მოიქცა ოსიმენი შარშან. რატომ უნდა მომეკლა თავი დაუნახავების გამო? ისედაც ბევრი ხვდება ხვიჩას ფეხებში. როგორმე გადავაგორებდი ამ სეზონს ნაპოლიში და ზაფხულში გადავიდოდი სადმე გრანდში. ეს ნერეში კიდევ, დარწმუნებული ვარ პირველივე ძლიერ გუნდთან ვერაფრით გამოიჩენს თავს და დარჩება ელმასის დონეზე. სად გინახიათ 27 წლის ტალანტი, რომელიც ხვიჩას ამოაგდებს შემადგენლობიდან. ხვიჩა მოედნის ხედვით და გადაწყვეტილების მიღებით ბევრად აღემატება ნერეშს. კი ბატონო, სწრაფია ბრაზილიელი, მაგრამ გაექცევა ინტერის ან ატალანტას 2-3 მცველს? არა მგონია მაკტომინეი მაგასთან შეთამაშდეს, ეგ უარესი ღორია ვიდრე სიმეონე ან რასპადორი. სანამ ანგისასგან ან ოლივეირასგან ეღირსები პასს, თამაშიც დამთავრდება. ლუკაკუზე ლაპარაკიც არაა, მაგას თავისი გაჭირვებაც ყოფნის. იქნებიან ისევ აწყობილი დილორენცო-პოლიტანო და იქეთ კარგად ამოკეტილი ნერეში. ასე რომ, რასაც ხვიჩა ნაპოლის მიათრევდა და მიათრევს, მაგაზეც მადლობა უთხრან.
დაისვენე ხვიჩა, თავს გაუფრთხილდი, ნაკრებში ხარ საჭირო, ეგენი ოთხეულშიც ვერ შევლენ
15:25 18-12-2024
3
ლაციოსთან მარცხის შემდეგ,აქ სტატია დაიდო:"ხვიჩა გადარჩა,ლაციო,ვერა!"აღმოჩნდა რომ ვერც ხვიჩა გადარჩენილა!არა და პირველ ტაიმში ტრავმირებულმა ხვიჩამ,მატჩი ბოლომდე ჩაამთავრა და აქედანაც მიიღო დითირამბები,არაფერი გაუკეთებიაო.ისეთი ტრავმით ითამაშა,მთელი თვე რომ უნდა გააცდენინოს და მაინც არავინ დაუფასა!ნეაპოლელებს,ნაპოლიზე ამოსდით მზე და მთვარე,მათი მხრიდან კიდევ გასაგებია,კვარას ინტერესების უგულებელყოფა,მაგრამ აქედან წასულ სიძულვილსა და ნიშნის მოგებას,ნამეტანი დამპლის სუნი უდის.კრიტიკასაც აქვს სხვაობა:არის გულშემატკივარის კრიტიკა,უკეთესის სურვილით რომ არის გამოთქმული და არის ბოროტი კრიტიკა,ადამიანის სულში ჩაფურთხებას და დათრგუნვას რომ ემსახურება.სამწუხაროდ,კარგა დიდი ნაწილი,აქედან წასული კრიტიკისა,სწორედ მეორე სახეს მიეკუთვნება და მათი ავტორების ზნეობრივ და გონებრივ სიღარიბეს ასახავს.
სოსო
16:12 18-12-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული