"კონტეს ნერესი "კვარას" გასაუმჯობესებლად სჭირდება" - კასანომ და ადანიმ დებატები გამართეს

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელებმა ანტონიო კასანომ და დანიელე ადანიმ გადაცემა Viva el Futbol-ში „ნაპოლისა“ და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დისკუსია გამართეს.

კასანო - უდინეში „ნაპოლიმ“ სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა, მაღალ დონეზე ითამაშეს, თუმცა პირველ ტაიმში გაუჭირდათ. „უდინეზე“ ცდილობდა მაღალი პრესინგი შეეთავაზებინა, მაგრამ კონტეს გუნდი კარგად მოქმედებდა და დამსახურებულად გაიმარჯვა. ახლა მინდა პროვოკაცია მოვაწყო - ლობოტკას შემდეგ მე ყველაზე მეტად კვარაცხელია მომწონს. „ნაპოლი“ ორივე ფლანგიდან მაღალი სისწრაფით უტევდა. თითქოს კონტეს უნდოდა გარემარბებს 1000 კმ/სთ სიჩქარე განევითარებინათ.

Sportall.Ge

ანტონიოს სურდა „ათიანი“ ფრთაზე ყოფილიყო და
თავისი საქმე იქ ეკეთებინა. კითხვა მაქვს: ამის შემდეგ შეიძლება თუ არა კვარაცხელია სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდეს, რათა ნერესს თამაშის საშუალება მიეცეს?

ადანი - კონტეს ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ხვიჩა გააუმჯობესოს და პოლიტანოსა და ნერესს შორის კონკურენცია შექმნას. ან შეიძლება დავიდი მაკტომინეისთან ცენტრში შესწიოს. არ ვამბობ, რომ ასე მოხდება, მაგრამ მე ეს იდეა ძალიან მომწონს. როდესაც ანტონიოს ვნახავ, ამის შესახებ ვეტყვი.

კასანო - ჩემო დანიელე, ვფიცავ, უბრალოდ გენიოსი ხარ. ამას მე ვერასოდეს ვერ მივხვდებოდი.

მკითხველის კომენტარები / 5 /
Didi xania fexburts uyureb da ratqmaunda qartulsac.egeti qartveli legioneri ar gvyolia romelic top xuteulis gundshi ase wamyvani figura iyos.an oqros burtis nominanti pirvelive sezonshi.kvaras ganvitareba mag gundshi ukve sheudzlebelia.mas axali gamowveva chirdeba ro mwvervalebi daipyros.saintereso iqneba grandshi rogor itamashebda.ukan unda miexmaro,magram varkvlavebs romel did gundshi txoven trolebusivit mozraobas?ase ifiteba shemtevi da naklebad produqtiulia.statistikashi kide utvlian gols da sagole gadacemebs.
0
რა გაუმჯობესება ჭირდება კაცი გამოდის იბრძვის თავს აკლავს დაცვაშიც ჩადის ყველაფერს აკეთებს, და შენ მაგის გულზე ცვლი ბოლომდე არ ათამაშებ და კიდე ვიღაც ნერესით აშინებ. თან უადგილოდ, სულაც არ არის საჭირო ნერესი ხვიჩას შემცვლელად. პოლიტანოს რო აბლატავებენ დაუმსახურებლად იმის ადგილზე უნდა დააყენოს. და მერე კიდე ხვიჩა 5 წლის ბავშვია ან ვიღაც ლაწირაკია ეგეთი ჭკუის სტავლებები და აღზრდელობითი ღონისძიებები რომ მოუნდომეს? ფეხბურთელი რომლის მეშვეობითაც მოიგეს სკუდეტო ვიღაცაში რო ეშლებათ იმ ტოტს ჭრიან რომელზეც ზიან, კეთილი ინებონ და აზრზე მოვიდნენ საკადრისი პატივი სცენ. ჩელსის ძირითად სასტავს მოუნდომეს ერთხელ ეგრე
სადამსჯელო ღონისძიება, თვითმფრინავით უნდა ეფრინათ და მწვრთნელმა უთხრათ აი თქვენ ძირითად გუნდს ეკონომ კლასით გაგიშვებთო და ახალგაზრდულ გუნდს ლაწირაკებს ბიზნეს კლასითო იმიტომ რომ თქვენ არ იმსახურებთო. და ჯონ ტერიმ დააყენებინა ტრ**ი
ეგრევე იმ მწვრთნელს, მკაცრად მოთხოვა იმ ფეხბურთელებს გვეცით პატივი ვისი თამაშით და ოფლითაც იგებს გუნდი ტიტულებს და არის ცხრილში იმ პოზიციაზე სადაც არის, ჩვენ ძირითადი გუნდის ხალხს მოგვაქვს ეს ყველაფერი და ეხლავე ბიზნეს კლასით გაგვიშვით როგორც საჭიროაო იმ ლაწირაკების მაგივრად. და ჩაი*ვა ხელმძღვანელობამ შეუსრულეს , გაუშვეს მართლაც ბიზნეს კლასით და ტ*** ის თამაშს თავი გაანებეს. იმიტომ რომ მართალი იყო ტერი ზედმეტებში გადავიდნენ. სტატია იდო აქ მაგაზე ცოტა ხნის წინ
Static
10:42 19-12-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული