"ხვიჩასთვის 2024 წელი დასრულებულია" - "ნაპოლის" ყოფილი ექიმის არასასიამოვნო ინფორმაცია "კვარაზე"

AutoSharing Option
იტალიურ მედიაში "ნაპოლის" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმასთან დაკავშირებით არასასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა. მოგეხსენებათ, "კვარამ" დაზიანება "ლაციოსთან" მატჩში მიიღო.

Napolicalviolive-ს ინფორმაციით, ქართველ შემტევს დიდი ალბათობით, იმაზე მეტი დრო გაუცდება, ვიდრე იქამდე იყო ნავარაუდები, გარდა ამისა იტალიურ მედიასთან კომენტარი "ნაპოლის" ყოფილმა ექიმმა ალფონსო დე ნიკოლამაც გააკეთა და აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა.

"ტრავმა, რომელიც მან მიიღო, რამდენიმეკვირიან რეაბილიტაციას საჭიროებს, ამიტომ ვვარაუდობ, რომ მისთვის 2024 წელი დასრულებულია, მიუხედავად იმისა, რომ "პარტენოპეი" მის სასწრაფოდ დაბრუნებას ეცდება.

ყველაფერი გაირკვევა, როდესაც ქართველი განმეორებით გამოკვლევებს ჩაიტარებს და ტესტების პასუხებს გავიგებთ",
- ამის შესახებ "ნაპოლის" ყოფილმა ექიმმა ალფონსო დე ნიკოლამ განაცხადა.

შეგახსენებთ, "ნაპოლის" 2024 წელს 2 მატჩი დარჩა ჩასატარებელი. კონტეს გუნდი 21 დეკემბერს "ჯენოას" ესტუმრება, ხოლო 29 დეკემბერს "ვენეციას" უმასპინძლებს.

alt"დე ლაურენტისი კონტეს ამას შეჰპირდა" - რას წერს იტალიური გამოცემა?

alt"კვარა" თუ ნერესი? - კონტემ კითხვაზე უპასუხა

altდე ლაურენტისმა იანვრის პირველი ტრანსფერი დაგეგმა - კონტე თანახმაა

მკითხველის კომენტარები / 21 /
საერთოდ არ გავდიოდი ამათ აქციებზე და უბრალოდ დამაინტერესა რა ხდებოდა, გავედი და დასკვნა ასეთია: სრული სიგიჟე და სრული კლინიკა! ეგრევე გამოვეცალე.
საცოდავო საქართველო, რა დღეში ხარ!
23:37 18-12-2024
2
ანტი-კვარებო და ლავრენტის მხარდამჭერებო: მოემზადეთ ცივი წყალი დალიეთ - არ გეწყინოთ: - ამ წუთებში იტალიურ პრესაში გამოქვეყნდა ახალი ინფორმაცია ხვიჩას საბაზრო ღირებულების 80 დან 85 ათასამდე გაზრდაზე! სადაა ნერესი და კუ-ლუკა? რომლებიც ხვიჩაზე მეტ ანაზღაურებას იღებენ?
ვაჟა მასწავლებელი
19:57 18-12-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული