ჩვენთვის განსაკუთრებულად საინტერესო და საამაყოა ის ფაქტი, რომ მე-3 ადგილზე 55 ქულით საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" კიპერი გიორგი მამარდაშვილი გავიდა.
მან უკან ისეთი მეტოქეები ჩამოიტოვა, როგორებიც მაიკ მენიო, ჯანლუიჯი დონარუმა, ტიბო კურტუა და სხვა ცნობილი მეკარეები არიან.
მამარდაშვილზე წინ მხოლოდ ემილიანო მარტინესი (პირველ ადგილზეა) და იუნაი სიმონი არიან, ათეული კი ასე გამოიყურება:
1) ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა) 167 ქულა
2) იუნაი სიმონი (ბილბაო) 91 ქულა
3) გიორგი
4) მაიკ მენიო (მილანი) 52 ქულა
5) ტიბო კურტუა (რეალი) 28 ქულა
6-7) იან სომერი (ინტერი) 25 ქულა
6-7) ანდრეი ლუნინი (რეალი) 25 ქულა
8) ჯანლუიჯო დონარუმა (პსჟ) 23 ქულა
9) დავიდ რაია (არსენალი) 21 ქულა
10) გრეგორი კობელი (დორტმუნდი) 17 ქულა