მიქაუტაძის შეძენა კიდევ 4 კლუბს სურს - ცნობილია ფასი, რომლის სანაცვლოდ "ლიონი" მზადაა ქართველი გაასხვისოს

AutoSharing Option
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ლიონის" თავდამსხმელით, გიორგი მიქაუტაძით "გალათასარაი" დაინტერესდა და მოლაპარაკებები დაიწყო. დღეს კი ჟურნალისტი ეკრემ კონური თავის "ტვიტერზე" გამოქვეყნებული პოსტით ახალ ინფორმაციას იტყობინება.

კონურის ცნობით, მიქაუტაძით "გალათასარაის" გარდა "ვესტ ჰემი", "ბოლონია", "რომა" და "იუვენტუსი" არიან დაინტერესებული და რთულ ფინანსურ სიტუაციაში მყოფი "ოლიმპიკი" მზადაა 25-30 მილიონი ევროს ფარგლებში მიიღოს წინადადებები.

გიორგის ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 18 მილიონია.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მჯერა, რომ მიქაუტაძისთვის ინგლისური გარემო კარგი გამოწვევა იქნება და უთუოდ გაიზრდება პროფესიულად... თავსაც აუცილებლად გაართმევს და ისახელებს!
იოსებ
03:29 21-12-2024
0
ინგლისი არის ქვეყანა სადაც მომავალი ვარსკვლავები იწრთობიან და მერე სერიოზული ფეხბურთელები იჭედებიან ყველაზე მაგარი იქნება ვესტ ჰემი . ღმერთმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს ამინ ამინ ამინ
კაკო
22:38 20-12-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული