კონფერენს ლიგაზე დვალის და გოჩოლეიშვილის გუნდების მეტოქეები გაირკვა

AutoSharing Option
გუშინ კონფერენს ლიგის ბოლო, მეექვსე ტური ჩატარდა და მერვედფინალის საგზური 8 გუნდმა მოიპოვა: "ჩელსიმ", "გიმარაეშმა", "სერკლ ბრიუგემ", "ფიორენტინამ", "რაპიდმა", "იურგორდენმა", "ლუგანომ" და "ლეგიამ".

გუნდები, რომლებიც 6-24 ადგილებზე გავიდნენ, პლეი-ოფში ითამაშებენ. მათ შორის არიან ლაშა დვალის "აპოელი" და გიორგი გოჩოლეიშვილის "კოპენჰაგენი". დღეს კენჭისყრა გაიმართა.

ცელიე - აპოელი
კოპენჰაგენი - ჰაიდენჰემი
გენტი - ბეტისი
ვიკინგური - პანათინაიკოსი
ბორაცი - ოლიმპია
ომონია - პაფოსი
ტოპოლა - იაგელონია
მოლდე - შემროკ როვერსი

მატჩები 13 და 20 თებერვალს ჩატარდება. გამარჯვებულები 1/8-ფინალში გავლენ, რომლებიც 6 და 13 მარტს გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში "აპოელი" "იურგორდენს"
ან "ლუგანოს", "კოპენჰაგენი" კი "ჩელსის" ან "გიმარაეშს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული