"დე ლაურენტისი დათმობაზე წავიდა, ჯუღელის პირობები დაკმაყოფილდება" - "კვარას" ახალი ხელშეკრულების დეტალები ცნობილია

AutoSharing Option
"ნაპოლი" და "კვარა" ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით შეთანხმებასთან ახლოს არიან, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიური გამოცემა Tuttomercatoweb-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მზადაა "კვარას" მენეჯერის, მამუკა ჯუღელის ყველა პირობა დააკმაყოფილოს, როგორც ხელფასის, ასევე კონტრაქტში შესატანი გამოსასყიდი თანხის ოდენობასთან დაკავშირებით.

"ნაპოლი" მზადაა ჯუღელის მოთხოვნილი პირობები დააკმაყოფილოს. ხვიჩას კონტრაქტი 2029 წლამდე გახანგრძლივდება, "კვარას" წლიური ანაზღაურება 1.5 მილიონი ევროდან 6 მილიონ ევრომდე გაიზრდება და მთავარი - ხელშეკრულებაში გამოსასყიდ თანხად 80 მილიონი ევრო იქნება მითითებული. ეს ზუსტად ის თანხაა, რასაც "კვარას"
მენეჯერი ითხოვდა", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ხვიჩამ მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით გამართულ 17 მატჩში, თავი 5 გატანილი გოლითა და 3 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

alt"როდესაც აკრიტიკებთ, ნუ გავიწყდებათ, რომ..." - ფედელემ "კვარაზე" ისაუბრა

altკონტე: "კვარას" დაბრუნება მნიშვნელოვანია - ნერესი მიხვდა, რომ...
 

მკითხველის კომენტარები / 13 /
კი მაგრამ გასამრჯელო 8 მილიონზე არ იყო საუბარი? აქ 6 წერია,რასაც აურელიო ითხოვდა. დათმობა გამოდის ტრანსფერის ამბავზე ,სადაც ჯუღელი 80-ს ითხოვდა, აურელიო 100- ს. გამოდის ხელფასის მხრივ ლაურენტისის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.ასე არ არის? და კიდევ დავიჯერებ მხოლოდ მაშინ როდესაც კონტრაქტი გაფორმდება. ადრე ჯენტლმენურ შეთანხმებას დოკუმენტზე მეტი ფასი ჰქონდა. ეხლა ეგრე აღარა. ამიტომაცაა უამრავი გადაგდებული ხალხი, თუნდაც საქართველოში
დავით 67
16:52 21-12-2024
0
ქართული ფეხბურთი რომ აღორძინების გზაზეა ალბად დამეთანხმებით მოვა დრო და ამ აღორძინების საწყის ეტაპზე მდგომ ადამიანებს შორის ჯუღელსაც მოიხსენიებენ როგორც ერთრთ მნიშვლეოვან პირს რომლის მოკრძალებული როლი წარმატების მიყწევაში არცთუ ისე ცოტაა კვარაცხელია დავითაშვილი კვერნაძე ეს ის ფეხბურთელებია რომლებიც ეროვნულ ჩემპიონატში ძირითად შემადგენლობაშიც კი ვერ ხდებოდეენ და დღეს სად თამაშობენ? რამხელაა მათი წვლილი ახალგაზრდულ თუ ეროვნულ ნაკრებში წარმატებულ ისტორიულ შედეგში და ეს შესძლო საბჭოთა ჩემპიონატის დაბალი ლიგის საშუალო კლასის ყოფილმა ფეხბურთელმა რომელსაც არც გამოცდილება და არც შესაფერისი სპეც ტრენინგები არ გაუვლია უეფას თუ ფიფას მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან მიდით აგალგაზრდებო გვანახეთ კლასი ჩვენ გავიხარდება რასაც მეტ წარმატებას მიაღწევთ ვარაუდის დონეზე კიარ გლაძღავთ პირიქით გაგამხნევებთ
გიორგი
16:18 21-12-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული