ხვიჩა შეცვლაზე შევიდა - "ნაპოლიმ" "ჯენოას" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მეჩვიდმეტე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „ჯენოას“ 2:1 მოუგო.

სტუმრები ინიციატივას ფლობდნენ, ჯერ ლუკაკუმ ბურთი ხარიხას გაარტყა, შემდეგ ანგისამ ნერესის ჩაწოდებულ ბურთს თავით ლეალის კარში მიუჩინა ადგილი. ცოტა ხანში ნერესის მოპოვებული საჯარიმოდან ლობოტკამ ჩააწოდა, რაჰმანიმ მეორე სართულზე მეტოქეს აჯობა და ნეაპოლურმა გუნდმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგო.

შესვენების შემდეგ მასპინძლები გააქტიურდნენ, ჯერ პინამონტის მეკარე მერეტმა არ გაატანინა, თუმცა მალე მან ანგარიში მაინც შეამცირა. ტრავმამორჩენილი კვარაცხელია, რომელსაც ფეხი ჰქონდა შეხვეული, 73-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, თამაში გაამწვავა, გარღვევის შედეგად მისი ჩაწოდებული ბურთი მცველმა
დაბლოკა, შემდეგ კი სწრაფი კონტრიერიშისას ფრენდრუპმა წააქცია და ყვითელი ბარათი მიიღო. დარჩენილ დროში გენუელებს ორი მომენტი ჰქონდათ, ერთხელ ნეაპოლელები ძელმა იხსნა, ხოლო მეორეჯერ მერეტმა და შეხვედრაც დასრულდა.

„ნაპოლი“ ამ მომენტისთვის 38 ქულით ლიდერია და 29 დეკემბერს „ვენეციას“ უმასპინძლებს.

გენუა. „ლუიჯი ფერარისი“

ჯენოა - ნაპოლი 1:2
გოლები: 0:1 ანგისა (15), 0:2 რაჰმანი (23), 1:2 პინამონტი (51)

alt"ნაპოლი" კულიბალის 14-ჯერ ნაკლებ ხელფასს სთავაზობს - რას გადაწყვეტს სენეგალელი

altნერეში თუ "კვარა"? - კონტემ "ჯენოასთან" მატჩის წინ გადაწყვეტილება მიიღო

alt"დე ლაურენტისი დათმობაზე წავიდა, ჯუღელის პირობები დაკმაყოფილდება" - "კვარას" ახალი ხელშეკრულების დეტალები ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 12 /
სად მივდივაააააართ. . . გახსოვთ. . .ხოდა ბიძიკო ცხოვრებაში წიგნი რომ არ გადაგიშლია და ჭინჭრაქაც კი რომ არ წაგიკითხავს,მიხედე ფეხებს რა. . ეგ ფეხები გაჭმევს პურს და ცოლის გავლენით წამოროშილი სისულელეები დაგღუპავს. . . მოინდომა პოლიტიკოსია თანაც კრეტინული პოლიტიკოსობა. . .ხოდა აგერ რეგრესიც სახეზეა. . . ევროპაში მიდის ბიჭი. . .ერთხელ ორჯერ სამჯერ უაზრო ყვითელი ბარათი ,თანაც მსაჯთან კამათისთვის და ტოვებს მერამდენედ ნაკრების უმნიშვნელოვანეს თამაშს.ნაკრებში ყოჩიბა,ხოლო გუნდში კი ოროსანი ბავშვივით ბოლო მერხზე ზის და ოდნავ კონტაქტზე ბალახზე გირაობს სირცხვილია!!! ამიტომაც რომ როცა მართლა ჩეხავენ მსაჯები აიგნორებენ.არ ხარ ბიძიკო შენ რივალდო,რომ წამოეგო მსაჯები და არც ვოვა ხარ გუცაევი რომ ისე გააფორმო,რომ პირდაპირ სტრასბურგში წავიდნენ მსაჯები. . .ერთია კიდევ,შენ იმ ქვეყანას წარმოადგენს რომელსაც ის ევროპელები სადაც ვითომ მიდიხარ დაბალ ფასად მიგიჩნევენ...რაც არ უნდა მაგარი იყო ევროპელი მაინც ვერ გახდები მაგათ თვალში და არც ნასკები და რუბრიკები არ გაგიფორმებენ არანაირ კონტრაქტს გამორიცხულია.ეს კედელი სხვანაირად უნდა გაარღვიო და არა ბინძური პოლიტიკური განცხადებებით,რომელიც სულ ფეხებზე კიდია ევროპულ საფეხბურთო სამყაროს. . .თუ ესე გააგრძელე ბიძიკო,ყველაფერი იმით დასრულდება რომ ელგებედე სამკლავურს გაგაკეთებინებენ და სკამი. სანატრელი გაგიხდება და ვინძლო სამარის კრილიასოვეტოვში დაასრულოს კარიერა. . .ამას გულისტკივილით ვამბობ.მე დარწმუნებული ვარ მამამისიც და ჯუღელიც ამას კარგად აცნობიერებენ,მაგრამ. . .რას ვიზამთ ბიჭმა ცოლი მოიყვანა. . .
ნაპოლეონი
11:17 22-12-2024
17
ნერეშმა კარგად დაიწყო მაგრამ სადღაც 30 წუთის მერე გაქრა მოედნიდან, თუ დააკვირდით კვარა არ ემზადებოდა შემოსასვლელად, მაგრამ ისე წავიდა თამაში იძულებით შემოიყვანა კონტემ, ეჭვი მეპარება ნერეშმა დიდ გუნდებთან რამე გააწყოს, ისე დაემთხვა ეხლა კიდევ ვენეციას ხვდება და არ დაგავიწყდეთ 1 გოლი გაიტანა ჯერ, ისევე როგორც პოლიტანომ სხვათაშორის.
Givi
10:46 22-12-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული