მიქაუტაძე შევიდა და გოლიც გაიტანა - "ლიონმა" თასზე გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის თასის 1/32-ფინალში „ლიონმა“ გასვლაზე რანგით მეოთხე დივიზიონის „ფენი ოლნუა“ 2:1 დაამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

სტუმართა გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც გრიპი მოირჩინა, 67-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 0:1 იყო და გოლი გაიტანა. კომპენსირებულ დროში მასპინძლებმა სხვაობა შეამცირეს და მატჩიც დასრულდა.

მიქაუტაძის ანგარიშზე ამ სეზონში ყველა ტურნირზე 21 მატჩში 7 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

მომდევნო შეხვედრას „ოლიმპიკი“ 5 იანვარს გამართავს - ლიგა 1-ის მეთექვსმეტე ტურში „მონპელიეს“ უმასპინძლებს.

ვალანსიენი. „სტად დიუ ენო“
ფენი ოლნუა - ლიონი 1:2
გოლები:
0:1 ბენრაჰმა (44), 0:2 მიქაუტაძე (88), 1:2 კუბემბა (90+4)

altრატომ შეიყვანა მიქაუტაძე "ლიონმა" დღევანდელი მატჩის განაცხადში?

მკითხველის კომენტარები / 6 /
ნეტა მართლა იუვენტუსში გადავიდეს.ამ მდგომარეობაში იუვე როა მართლა იფრენს. წარმატებები გიო კლუბშიც და ნაკრებშიც
კახა
09:17 22-12-2024
0
Video
https://www.youtube.com/watch?v=7r3Bh--KDX8
უფროსი ნაჩალნიკი
05:46 22-12-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული