65 წლის სპეციალისტმა კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა.
"ნეაპოლი განსაკუთრებული ადგილია, რომელიც არამხოლოდ ტექნიკურ, არამედ ფსიქოლოგიურ მომზადებასაც ითხოვს. რასპადორი? მას კარგად ვიცნობ, ნამდვილი პროფესიონალია და მისი "ნაპოლიში" ხილვა ნამდვილად მსურდა.
შეუძლია თუ არა "პარტენოპეის" სკუდეტოს მოგება? არ ვიცი, ჩემი აზრით, გუნდი სწორ გზაზე დგას.
რატომ ვეღარ თამაშობს "კვარა" ისე, როგორც "ნაპოლის" საჩემპიონო სეზონში? ხვიჩა მგრძნობიარე ბიჭი და ტექნიკურად ძლიერი ფეხბურთელია. ვფიქრობ, მან მტკიცე ხასიათი
იყო თუ არა ლობოტკა ჩემი გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი? მისმა კარგმა თამაშმა "ნაპოლის" წარმატება განაპირობა, ახლაც განსაკუთრებული როლი აქვს და გუნდის ნამდვილი ხერხემალია. დამიჯერეთ, ეს ადვილი არ არის", - განაცხადა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, სპალეტი "ნაპოლის" 2021/2023 წლებში წვრთნიდა და "პარტენოპეის" სკუდეტო ისტორიაში მესამედ მოაგებინა.
ლუჩანო სპალეტი: კვარაცხელია ტოპია და დიადი საქმეების გაკეთება შეუძლია
გადაწყდა - მძიმე მარცხის მიუხედავად, სპალეტის იტალიის ნაკრებიდან არ დაითხოვენ