"ბარსელონა" "კვარას" შესახებ ინფორმაციას აგროვებს და სიტუაციას აკვირდება" - რას წერს ესპანური გამოცემა?

AutoSharing Option
"ბარსელონა" "ნაპოლის" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით ინტერესდება, ამის შესახებ ინფორმაციას Diario Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "ბლაუგრანა" "კვარას", მარკუს რაშფორდისა და რაფა ლეაოს შესახებ ინფორმაციას აგროვებს და მათგან ერთ-ერთის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შეეცდება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ტრანსფერი ფეხბურთელების სატრანსფერო ფასებზე იქნება დამოკიდებული.

ჯერჯერობით უცნობია, აწარმოებენ თუ არა "ლურჯ-ბროწეულისფერები" მოლაპარაკებებს მოთამაშეების წარმომადგენლებთან ან კლუბებთან.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულში ეწურება და მხარეები ახალ კონტრაქტზე მუშაობენ.

altCorriere dello Sport-მა კონტესთვის პოლიტანოს, კვარაცხელიას და ნერესს შორის ხელშეუხებელი დაასახელა

მკითხველის კომენტარები / 14 /
თუ ხვიჩა თავის რჩეულ ფეხბურთელს კრიშტიანოს მიბაძავს, თავდადებით თან ჭკვიანურად ივარჯიშებს სეზონის ბოლოს აუცილებლად ტოპ კლუბი წაიყვანს.მასავით ნიჭიერი ფეხბურთელი მსოფლიოში ამჟამად თითზე ჩამოსათვლელია.თუ არადა მოუწევს ნერესის დონის ფეხბურთელებთან კონკურენცია.ყველაფერი თვითონ უნდა გადაწყვიტოს.
ამაშია საქმე
15:51 25-12-2024
0
ჯორჯიან მენტალითი დებილ ხო გითხრათ ერთმა კაცმა.
ამართლებთ მის სიტყვებს ბოლომდე.
მიდი გელა!
08:42 25-12-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული