ქოჩორაშვილმა ვერ ითამაშა - "ლევანტე" მარცხს გადაურჩა

AutoSharing Option
სეგუნდა დივიზიონის ოცდამეერთე ტურში „ლევანტე“, რომელსაც გიორგი ქოჩორაშვილი ვერ დაეხმარა, საკუთარ მოედანზე „უესკასთან“ წაგებას გადაურჩა - 90+5-ე წუთზე ანდრეს გარსიას გატანილი გოლით ფრეს (1:1) მიაღწია.

ქოჩორაშვილმა მატჩის წინა დღეს ვარჯიშზე ტერფის მცირე დაზიანება მიიღო, გუნდის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა არ გაერისკა და დაასვენა. ის 8 იანვარს „ტენერიფესთან“ გასვლითი დაპირისპირებისთვის მწყობრში იქნება.

„ლევანტემ“ ბოლო 4 შეხვედრიდან 3 ფრედ ითამაშა, 1 კი წააგო. ქოჩორაშვილის გუნდს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და 32 ქულით მერვე ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ქოჩორ! მიდი ნაცების მხარდასაჭერი განცხადებები გააკეთე და უფრო კარგად იქნები! დღეს რაც ხდება რუსთაველის გამზირზე, ამ გიჟებია გამო მოგწონს? ყოველდღე სულელურ მარშებს, რო გვიწყობენ და ქართველ ხალხს მოგვაბეზრეს თავი, ამ თავიანთი რიტუალებით მოგწონს? მოგეწონება აბა რა იქნება, მამაშენის შვილი არ ხარ?
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული