"ინექცია ლუკაკუსთვის - შეუძლიათ თუ არა "კვარას" და ნერესს ერთად თამაში?" - იტალიაში პრობლემაზე მსჯელობენ

AutoSharing Option
იტალიაში ისევ მიმდინარეობს „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას მომავლის შესახებ დისკუსია. ამჯერად საკუთარი აზრი რამდენიმე სპეციალისტმა გამოთქვა და ზოგიერთს მიაჩნია, რომ ქართველს ნერესთან ერთად თამაში შეუძლია.

ანტონიო ჯორდანო (ჟურნალისტი): „არავის ეგონა, თუ პირველ ტურში „ვერონასთან“ დამარცხების შემდეგ, „ნაპოლის“ ახლა 38 ქულა ექნებოდა და ლიდერ „ატალანტას“ 2 ქულით ჩამორჩებოდა. კონტე თავის საქმეს კარგად აკეთებს. პროგრესი სახეზეა, თუმცა ყველას შეიძლება საკუთარი მოსაზრება გააჩნდეს. ლუკაკუ? კვარას“ და ნერესს შეუძლიათ მას დაეხმარონ და გუნდის ახალი შემტევი ტრიო შექმნან - ნერესი მარჯვნივ, კვარაცხელია მარცხნივ, ოღონდ ლუკაკუსთან ახლოს. თუ მეტოქის
დაცვას გაწელავენ, უფრო სწრაფად იმოქმედებენ, ეს ლუკაკუსთვის ინექცია იქნება და შედეგს გამოიღებს“.

ანდრეა აგოსტინელი (ნაპოლის ყოფილი ნახევარმცველი და მწვრთნელი): „ნერესი სათადარიგოთა სკამზე დაბრუნდება? ამის შესახებ კითხვას ბევრი სვამს. ეს ფსიქოლოგიური პრობლემა არაა, მთავარი გუნდია. ხვიჩას და დავიდს ერთად თამაში შეუძლიათ, ხოლო პოლიტანოს თადარიგში გადანაცვლება მოუწევს. კონტესთვის სასარგებლოა, როდესაც მის განკარგულებაში მეტი საიერიშო იარაღია. თან მათ მუშაობა მაშინაც სჭირდებათ, როცა ბურთს მოწინააღმდეგე ფლობს“.

პაოლო დელ ჯენიო (ჟურნალისტი): „ჩემპიონატში ყველაფერი ლიდერების პირად დაპირისპირებებში გადაწყდება. ყურადღების მოდუნება დაუშვებელია, რამეთუ არაა გამორიცხული, ქულები მაშინაც დაკარგონ, როდესაც გამარჯვება გარანტირებულად მიაჩნიათ. „კვარა“ და ნერესი ერთად? თუ ისინი და პოლიტანო 100%-ით მზად არიან, მე ამ ვარიანტს არ გამოვრიცხავ. პოლიტანო შეიძლება „ვენეციასთან“ სათადარიგო იყოს, „ფიორენტინასთან“ კი ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდეს. კვარაცხელია და ნერესი ერთადერთი წყვილია, რომელიც მოედანზე ერთად არ გვინახავს, მაგრამ თუ ქართველი 100%-ით მზადაა...“

ანტონიო კასანო (იტალიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი): „ადრეც ვთქვი, რომ ნერესი კვარაცხელიას კონკურენტია და არა პოლიტანოსი. ბრაზილიელი კარგი ფეხბურთელია, უკვე 1 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა, მარცხენა ფლანგზე შესანიშნავად მოქმედებს, ამიტომ ხვიჩას სიფრთხილე მართებს. უკვე აღვნიშნე, რომ ქართველი ლობოტკას შემდეგ „ნაპოლის“ საუკეთესო ფეხბურთელად მიმაჩნია, თუმცა კონტრაქტთან დაკავშირებული სიტუაცია მოუწესრიგებელია და მასზე გავლენას ახდენს“.

მკითხველის კომენტარები / 2 /
პოლიტანო ერთი ღორი ეგოისტი ტიპია. არა გუნდური მოთამაშე,კვარაც და ლუკაკუც ბევრჯერ ყოფილან უფრო მომგებიან სიტუაციაში,მაგრამ პოლიტანოს მაინც დაურტყავს და როგორც წესი ბურთი კარს ძალიან დიდი მანძილით ცდება. თუ სამართალი არსებობს ნერესი უნდა დააყენონ პოლიტანოს ნაცვლად
სვანსკი
12:53 26-12-2024
2
აი რას ვწერდი კომენტარებში 24 დეკემბერს. ( პოლიტანო იტალიის ნაკრების ფეხბურთელია და ნაციონალური ინტერესები ამოძრავებთ ნაპოლის საწვრთნელო შტაბს, თორე ნერეშს მარჯვენა ფლანგზე მშვენივრად შეუძლია თამაში, მარცხნივ ხვიჩა და ლუკაკუ შუაში, მშვენიერი ტრიოა , რა იცი იქნებ დაგლიჯობ ყველაფერი? ხო უნდა ჩადონ? მაგრამ არამგონია, მარადონას რო აღმერთებენ მაშინ რეები გაუკეთეს და როგორი დაუნახავი კლუბია ეგ სტაჟიანმა გულშემატკივარმა იცის, მე 87 იანი ვარ ვერ მოვესწარი მაგ წლებს მარა გამიგია და წამიკითხია.) თურმე იქაც გააჩნიათ საღი აზრი მაგრამ ისევ არამგონია რო ეს დაუშვან, გავიხსენოთ სპალეტის წასვლა, კაცმა ჩემპიონატი მოიგო მაგრამ მაინც გაუშვა ნაპოლის, რატომ? ეხლა სპალეტი იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
გიო
09:32 26-12-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული