პირველი წინადადება უარყოფილია - თურქებს მიქაუტაძის ხელში ჩაგდება ჯერ არ გამოუვიდათ

AutoSharing Option
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს ცნობას, რომ "გალათასარაიმ" "ლიონს" გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალური წინადადებით მართლაც მიმართა.

თურქული მხარის შეთავაზება 17 მილიონ ევროს პლუს ბონუსები შეადგენდა, რამაც ფრანგები ვერ მოხიბლა. "ოლიმპიკი" სტამბოლელების ამ შეთავაზებაზე დათანხმებას არ აპირებს.

უახლოეს პერიოდში მოსალოდნელია, რომ "გალათასარაი" მოლაპარაკებებში გაუმჯობესებული წინადადებით დაბრუნდეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "ლიონს" ქართველის სანაცვლოდ 20 მილიონი ევროს მიღება სურს.

შეხსენებისთვის, სავარაუდოდ "გალათასარაის" ვიქტორ ოსიმენი დატოვებს და მიქაუტაძე მის შემცვლელად მოიაზრება.
მკითხველის კომენტარები / 5 /
გალათასარაი, შანხაი შინხუა და ალ იტიჰადი არ გვინდა რააა...
gionat
16:02 26-12-2024
5
როცა დროა აქვს ლიონს და შესაძლებელია 50 ლიმონში გაყიდოს ჟორჟი რატო გაყიდის თუნდაც 25 მილიონში ზამთარში და დანაკლისით დაიწყებს 2025 წელს არარეალურია ტყუვილად ნუ უსმენთ ჭორებს..
სიმართლე
14:58 26-12-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული