ფედელე: ნერესი საახალწლო ნაძვის ხეა, ლუკაკუ - კარტოფილის ტომარა

AutoSharing Option
საფეხბურთო მიმომხილველი ენრიკო ფედელე „ნაპოლის“ გარემარბს დავიდ ნერესს თან აქებს და თან აკრიტიკებს, რომელუ ლუკაკუს შესახებ კი მაღალი აზრის არ არის.

„ფიორენტინასთან“ გატანილი გოლის შემდეგ კიდევ მგონია, რომ ნერესი ბენგალური ცეცხლია? დიახ, აბსოლუტურად... ბატარეაა, რომელიც არ ჯდება? ყველა მის დიდ შრომის უნარზე ლაპარაკობს, რაც სწორი არ არის. თუ სამი კვირის წინანდელ მატჩებს გავიხსენებთ, ლუკაკუ კარტოფილის ტომარა იყო, ხოლო ჟუან ჟეზუში პენსიაზე უნდა გასულიყო, პიჟამო ჩაეცვა და ტელევიზორისთვის ეყურებინა. ლაუტარო მარტინესი ახლა გასული სეზონის აჩრდილია. მოთამაშეებზე მათი უნარების მიხედვით ვმსჯელობ და ვამბობ, ნერესი
ბენგალური ცეცხლი, საახალწლო ნაძვის ხე და მინი ფეხბურთელია.

მაშინვე ვთქვი, რომ „ფიორენტინას“ მწვრთნელმა პალადინომ თვითმკვლელობა ჩაიდინა, როდესაც სპინაცოლას და ნერესის წინააღმდეგ დოდო და პარიზი დააყენა, რომელიც ჯერ კიდევ გამოუცდელია და ბრაზილიელის მეურვეობას თავი ვერ გაართვა. გავიმეორებ, დავიდი იმ სპორტის წარმომადგენელია, რომელსაც მოკლე მოედანზე თამაშობენ - თუ ტექნიკური უნარები გაგაჩნია, ვიწრო სივრცეში კარგად მოქმედება შეგიძლია. სხვა საქმეა დიდი მოედანი. ერთი სიტყვით, რაღაც გამანადურებელი არ არის.

ნერესის გოლი 50-მეტრიანი დრიბლინგის შედეგად? ერთი ერთზე მეტოქესთან დარჩენისას ლავეცის მაგონებს. საჭირო ტემპი გააჩნია, უყვარს მარჯვენა ფლანგიდან შეტევა და „არამუშა ფეხითაც“ ეხერხება გატანა. ბოლო შეხვედრებში სისწრაფის ხარჯზე გადამწყვეტი იყო. შესაძლოა, აუცილებელ შავ სამუშაოს არ ასრულებს და არ ვიცი, რამდენად სასარგებლოა გუნდისთვის, მაგრამ ახლა მის სათადარიგო სკამზე დასმას და სასტარტოში კვარაცხელიას დაყენებას აზრი არ აქვს. გოლის გარდა აღსანიშნავია ნერესის მიერ ლუკაკუსთვის გაკეთებული გადაცემა. ბელგიელს ჩემს გარდა სხვებიც კარტოფილის ტომარად მოიხსენიებენ“, - განაცხადა ფედელემ რადიო Marte-ს ეთერში.

altკვარაცხელია ნეაპოლს არავის აჩაგვრინებს - ხვიჩასთვის უფრო დიდი კლუბი გვსურს!..

მკითხველის კომენტარები / 11 /
კვარა ცარიელი ტვინია,-თავშიც და ფეხებშიც.ნერესი მასთან შედარებით საფეხბურთო ლილიპუტია.კაცი უკვე ოცდა რვა წლის ყოფილა,სად და რით გამორჩეულ?.
ხვიჩა დიდი ფეხბურთელია,დიდი.ამას მალე მთელი საფეხბურთო სამყარო აღიარებს....
მერაბი
19:45 06-01-2025
4
აი სიდებილის ბოლო აკორდია... ტიპი გამოვიდა და თქვა ჩემი საყვარელი ადგილი მარჯვენა ფლანგიაო... მაგრამ იქ ხო ჯუჯა პოლიტანო ყავთ და მას როგორ ამოაგდებენ... სად მარჯვენა შემტევი და სად მარცხენა შემტევი???? ძალით მასე ყველას შეუცვლი ფლანგს მაგრამ შედეგი? ერთი ის ვიცი რო კვარა უნდა წავიდეს.... ლივერპულში ან არსენალში.. სიტისაც დახატავდა.....
roni
00:49 07-01-2025
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული