"კვარაცხელია პსჟ-სთან კონტრაქტს ამ უქმეებზე გააფორმებს - დე ლაურენტისი 90 მილიონს მოითხოვს" - იტალიური მედია

AutoSharing Option
როგორც ჩანს, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიდან“ პსჟ-ში გადასვლა მართლაც ახლოვდება. AreaNapoli-ს მტკიცებით, პარიზული კლუბი ჩქარობს, რამეთუ ჩემპიონთა ლიგაზე შეიძლება გათამაშების შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდეს და ქართველთან კონტრაქტის გაფორმებას ამ უქმეებზე იმედოვნებს. ხაზგასმულია, რომ ფეხბურთელი გუნდის გამოცვლაზე თანახმაა.

Sportitalia წერს, რომ „ნაპოლის“ შეეძლო კვარაცხელია ზაფხულში 120 მილიონ ევროდ გაეყიდა და ახლა 80-85 მილიონს აიღებს.

რადიო Marte-ს წამყვანმა ჯანლუკა გიფუნიმ განაცხადა, რომ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ტრანსფერში 90 მილიონს მოითხოვს, კვარაცხელიას გასხვისება აუცილებელია, სხვა წინადადებებს არ უნდა დაელოდონ, რადგან შეიძლება მისი
ფასი დაეცეს, ხვიჩას წასვლის წინააღმდეგი გულშემატკივრები არ არიან და ვინაიდან ამ დღეებში „პარი სენ ჟერმენში“ გადავა, „ვერონასთან“, ალბათ, არ ითამაშებს.

საფეხბურთო მიმომხილველის, ენრიკო ფედელეს აზრით, თუ „პრი სენ ჟერმენი“ ამხელა თანხას ნამდვილად გადაიხდის, დე ლაურენტისი უნდა დათანხმდეს და ტრანსფერი ყოველგვარი ტრანშების, გაცვლების და იჯარის გარეშეა განსახორციელებელი.

„რეპუბლიკას“ მტკიცებით, დე ლაურენტისი „კვარას“ 90 მილიონზე ნაკლებად ვერ შეელევა და თუ პარიზული კლუბი არ დათანხმდა, ტრანსფერი ზაფხულამდე გადაიდება.

altL’Équipe: პსჟ-ს "კვარას" ტრანსფერზე სიფრთხილე მართებს - "მანჩესტერი" დანებებას არ აპირებს

altრომანომ დაადასტურა - კვარაცხელიას ტრანსფერზე პსჟ კვლავ საქმეშია

altკვარაცხელია იანვარში პსჟ-ში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა - Il Roma ექსკლუზიურ და აქამდე უცნობ ინფორმაციას ავრცელებს

მკითხველის კომენტარები / 9 /
პარიზული კლუბი არც მე არ მომწონს იმიტომ რომ ამბიციური მიზანდასახული გუნდი არაა გუნდის მფლობელი სულ მხოლოდ ფულის კეთებაზეა გადასული შეტევაში გყავდეს მესი მბაპე ნეიმარი და ლიგა ვერ მოიგო? მანამდე უდიდესი ჰანდიკაპი გაანიავო და 6: 1 წააგო მეექვსე გოლი ბოლო წამებზე გაუშვა მისცე მეტოქეს საშუალება მარჯვენა ფრდიდან თავისუფლად ჩაწოდების წინა ძელთან მდგომ მეტოქეს დაარტყმევინო თავისუფლად და ამდროს თუ მ ას გაცდებოდა ბურთი კარის ცენტრში და შორეულ ძელთან ასევე უმეთვალყოროდ დარჩენილები მზად იყვნენ საბოლაო ანგარიშის დასაფიქსირებლად აგერ ნახავთ ნაპოლი მოსანატრი გახდება
გიორგი
10:59 10-01-2025
4
არავითარ შემთხვევაში ხვიჩა.

1) პსჟ არის ადგილი სადაც მესის უსტვინეს იმიტომ რომ თეთრია. ლანძღეს ჩაქოლეს. შენც ხომ იმიტომ გაგდებენ ნაპოლიდან რომ თეთრი ხარ (ნერეშზე უკვე ორგაზმი აქვთ განავალი-ჭამიებს) და მანდ უარესი იქნება თან ქართველი ხარ.

2) თვითონ მესიმ უთხრა მბაპეს რომ თუ გინდა რამე მოიგო პსჟ-დან წადიო, რომ მომგებიანი პროექტის ნაწილი იყოო. ესეიგი პსჟ- არ არის მომგებიანი პროექტი მესის აზრით და ეს გასათვალისწინებელია, დებილი ხელმძღვანელობა ყავს ნამდვილად.

3) პსჟ არასდროს არ ყოფილა გუნდი და არც იქნება. საერთოდ საფრანგეთის ჩემპიონატს ყველა სხვა ჯობია ტოპ ლიგებში მანდ თამაში არაფერს არ მოგცემს.

ჯობია დრო არ დაკარგო და პრემიერ ლიგაში გადახვიდე ეგრევე ლივერპულში გეპატიჟებიან საუკეთესო გუნდია
bidza.
06:23 10-01-2025
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული