კონტე: კვარაცხელიას ვესაუბრე - ჯაჭვებით ვერავის ვერ დავაბამ

AutoSharing Option
„ვერონასთან“ მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე „ნაპოლის“ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ ზაფხულში ხვიჩა კვარაცხელიას და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს გუნდის დატოვება უნდოდა, მათ შეხვდა და დარჩენაში დაარწმუნა, თუმცა ახლა ქართველმა მაინც წასვლა გადაწყვიტა:

„კვარას“ პირადად ვესაუბრე, მან დამიდასტურა, რომ წასვლა სურს, მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ. 6 თვე მასთან ბევრი ვიმუშავე, ვუთხარი, რომ რაღაც კარგის გაკეთება შეგვეძლო. მან კონტრაქტის განახლება არ ისურვა. შესაძლოა, თანამშრომლობის გახანგრძლივების საკითხში მხარეებთან საკმარისად ვერ ვიმუშავე. ახლა იმ მდგომარეობაში ვიმყოფები, როდესაც ნაბიჯი უკან უნდა გადავდგა. არ შემიძლია ჯაჭვით
ის დავაბა, ვისაც აქ ყოფნა არ სურს. 6 თვე ვცდილობდი დამერწმუნებინა დარჩენილიყო. მივხვდი, ეს მოწმენდილ ცაზე ჭექა-ქუხილი იყო. ცხადია, ძალიან მნიშვნელოვან ფეხბურთელს ვკარგავთ“.

altრვაჯერ უფრო მაღალი ხელფასი პსჟ-ში - ფედელემ "ნაპოლის" "კვარასადმი" უსამართლო დამოკიდებულებაზე ისაუბრა

altრა არის ჯუღელისთვის მნიშვნელოვანი? "მანჩესტერისა" და პსჟ-ს უპირატესობები... - ნუკრი რევიშვილი აქტუალურ თემაზე

მკითხველის კომენტარები / 23 /
რაღაც ვერ ჯდება კონტეს ნათქვამში - ზაფხულში იცოდა რომ წასვლა უნდოდა, დარჩენაში დაარწმუნა, კლუბისგან მის მიმართ დამოკიდებულებაში არაფერი შეცვლილა და ახლა ჭექა-ქუხილია მოწმენდილ ცაზე? 1 სეზონის მერე რომ 5 მლნ მაინც გაეხადათ მისი ხელფასი, მითიუმეტეს ოსიმენს გაუხადეს 10 მლნ, გაცილებით მოტივირებული კვარა ეყოლებოდათ, მის მიმართ მოედანზე თანაგუნდელების დამოკიდებულებაც შეიცვლებოდა - კვარას გუნდისთვის მნიშვნელობას მიხვდებოდნენ მოედანზე და გაყიდვითაც გაცილებით ძვირად გაყიდდნენ (არც კვარა იქნებოდა გაქცევაზე). ამათ კი წყალში გადაყარეს 1 სეზონის მერე კვარას ნიჭის და მონდომების დამსახურებით რა ღირებულების "აქტივიც" ჩაუვარდათ ხელში. მეორე სეზონიც მშვენივრად ითამაშა, მიუხედავად 3 არაკვალიფიციური მწვრთნელის და გუნდის მოშლის, წელსაც ბევრი გამონათება ქონდა, მაგრამ... პოლიტანოს რომ უხდი და სხვა ფლანგელიც მოგყავს 4 ჯერ მეტი ანაზღაურებით, კვარა არ უნდა უყოს მაშინ ჯანსაღად რომ კვლავ გუნდის მნიშვნელოვან ნაწილად ჩათვალოს თავი.
0
არნე სლოტი კარგად ამბობს ხვიჩას გვარს. ეტყობა, რომ ივარჯიშა.
ვიდეო
https://x.com/thisisanfield/status/1877659981090083032
უფროსი ნაჩალნიკი
09:15 12-01-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული