02:19 12-01-2025
მამარდაშვილის დასანანი შეცდომა - "ვალენსია" "სევილიასთან" ფრეს დასჯერდა [VIDEO]
AutoSharing Option
„ღამურების“ რიგებში ტრავმის შემდეგ გიორგი მამარდაშვილი დაბრუნდა, პირველი ტაიმის დასასრულს რომეროს დარტყმული ბურთი ლამაზ ნახტომში მოიგერია, შესვენების შემდეგ კი მისი წამოწყებული კომბინაცია რიოხამ დააგვირგვინა. მასპინძლებმა შეტევებით უპასუხეს, გაიტანეს კიდეც, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა, მერე ვარგასმა ბურთი ძელს გაარტყა, ხოლო კომპენსირებულ დროში პედროსამ გიორგის შეცდომის შედეგად ანგარიში გაათანაბრა.
მამარდაშვილის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს - flashscore 7.0, sofascore 6.6, whoscored 5.9.
„ვალენსია“ 13 ქულით აუტსაიდერია და შემდეგ მატჩს 15 იანვარს, თასზე, გასვლაზე რანგით მესამე დივიზიონის „ოურენსესთან“ ჩაატარებს.
სევილია. „სანჩეს პისხუანი“
სევილია - ვალენსია 1:1
გოლები: 0:1 რიოხა (61), 1:1 პედროსა (90+3)
მკითხველის კომენტარები / 6 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
"ტოქსინობას" და ჩასაფრებულ ავყია პროფესორობას მოეშვით! სათამაშო სახეობათა შორის მეკარე მოედნის მოთამაშეზე 100-ჯერ მეტი წნეხის ქვეშაა. მითუფრო ვალენსიას დონის გუნდში წნეხი და ფსიქოლოგიური ზეწოლა მკვეთრად იზრდება. მეორე სეზონია "ღამურებს" სული მამარდათი უდგიათ. სევილიასთან, რომ მოგების შანსი გაუჩნდათ, ვისი დამსახურებაა, როგორ ფიქრობთ? ოდითგანვე ასე იყო. ფორვარდს 9 საგელო რომ გაეცუდებინა და ბოლოს 1 გაეტანა, გმირად რაცხავდნენ. მეკარეს "მკვდარი" ბურთების სერიის ფონზე კი 1 შეცდომასაც არ პატიებდნენ. ასე რომ, თუ მოედანზე არ ბრძანებულხართ, ფეხბურთელებს და განსაკუთრებით მეკარეებს კითხეთ, რა და როგორაა, სანამ თქვენი ავყია "ბრძნული" აზრების ფრქვევას დაიწყებთ. მცირედით მაინც დაიფიქრდით ბატონებო ამაზე...
1
0
უკვე მერამდენედ დააღალატა ამ სეზონში მამარდამ გუნდი,აშკარად ავნო წინასწარ გაფორმებულმა კოტრაქტმა ლივერპულთან.
8
6
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული